გულისამრევია ევროკავშირის პოლიტიკური ფარისევლობა, როდესაც საქართველოს წინააღმდეგ სადამსჯელო ღონისძიებებს იყენებენ, პარალელურად კი, სირიას ყველა სანქციას უუქმებენ – გაუგებარია, რატომ ვათავსებთ იმ ორგანიზაციის დროშას პარლამენტის შენობაზე, რომელიც ამავე შენობისთვის ცეცხლის წაკიდებას აფინანსებდა

გულისამრევია ევროკავშირის პოლიტიკური ფარისევლობა, როდესაც საქართველოს წინააღმდეგ სადამსჯელო ღონისძიებებს იყენებენ, პარალელურად კი, სირიას ყველა სანქციას უუქმებენ – გაუგებარია, რატომ ვათავსებთ იმ ორგანიზაციის დროშას პარლამენტის შენობაზე, რომელიც ამავე შენობისთვის ცეცხლის წაკიდებას აფინანსებდა
ევროკავშირი სირიას ყველა სანქციას უხსნის. უხ, აგაშენათ ღმერთმა! ახლა უკვე გასაგებია, რა იგულისხმება, როდესაც საქართველოზე აცხადებენ, “ევროპულ ღირებულებებს” დაშორდაო… როგორც ჩანს სირია ევროპულ ღირებულებებთან დააახლოვა -ის მიერ ტერორისტად აღიარებულმა აჰმედ ალ-შარაას მმართველობამ, რომლის პირობებშიც, ქუჩებში რელიგიური უმცირესობების – ალავიტებისა და ქრისტიანების ხოცვა დაიწყო, – ამის შესახებ “ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” წევრი, ვატო შაქარიშვილი, სოციალურ ქსელში წერს.
მისი განცხადებით, გულისამრევია ევროკავშირის ამ ხარისხის პოლიტიკური ფარისევლობა, როდესაც საქართველოს წინააღმდეგ სადამსჯელო ღონისძიებებს იყენებენ, პარალელურად კი, სირიას ყველა სანქციას უუქმებენ. “ევროკავშირი სირიას ყველა სანქციას უხსნის. უხ, აგაშენათ ღმერთმა! ახლა უკვე გასაგებია, რა იგულისხმება, როდესაც საქართველოზე აცხადებენ, “ევროპულ ღირებულებებს” დაშორდაო…
როგორც ჩანს სირია ევროპულ ღირებულებებთან დააახლოვა -ის მიერ ტერორისტად აღიარებულმა აჰმედ ალ-შარაას მმართველობამ, რომლის პირობებშიც, ქუჩებში რელიგიური უმცირესობების – ალავიტებისა და ქრისტიანების ხოცვა დაიწყო. ეტყობა, კაია კალასმა და სხვა ევროს-ჩინოვნიკებმა სწორედ მაშინ გადაწყვიტეს სირიისთვის სანქციების მოხსნა, როდესაც იხილეს კადრები, როგორ აყეფებდნენ მუხლებზე დაჩოქილ ადამიანებს იარაღის მუქარით და როგორ ევროპულად ხოცავდნენ ქალებსა და ბავშვებს. ეს იყო ნიშანი, რომ ასადის შემდეგ, სირიაში ჭეშმარიტად ევროპული, დასავლური ღირებულებების ხელისუფლება მოვიდა, რომელიც ევროკავშირისგან მხარდაჭერას იმსახურებს. გულისამრევია, ევროკავშირის ამ ხარისხის პოლიტიკური ფარისევლობა, როდესაც საქართველოს წინააღმდეგ სადამსჯელო ღონისძიებებს იყენებენ, პარალელურად კი, სირიას ყველა სანქციას უუქმებენ! P.S. დღეს, დავინახე საქართველოს პარლამენტის შენობაზე, ევროკავშირის დიდი დროშაა განთავსებული. როგორც მინიმუმ გაუგებარია, რატომ ვათავსებთ იმ ორგანიზაციის დროშას პარლამენტის შენობაზე, რომელიც ამავე შენობისთვის ცეცხლის წაკიდებას აფინანსებდა…” – წერს ვატო შაქარიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკოლოზ სამხარაძე: საკმაოდ რთულია იმის პროგნოზირება, თუ ვინ მოიგებს არჩევნებს იმდენად მცირეა სხვაობა კონკურენტებს შორის- ეს არის ერთ-ერთი ყველაზე კონკურენტუნარიანი არჩევნები უნგრეთის უახლეს ისტორიაში

ასეთ დროს, შეტევის ობიექტი აღარ არის ხელისუფლება, როგორც პოლიტიკური მოწინააღმდეგე; შეტევის სამიზნე ხდება თავად საქართველო – მისი საერთაშორისო იმიჯი და პოზიცია, მისი ურთიერთობები ვაშინგტონთან და თელ-ავივთან, მისი რეპუტაცია, როგორც საიმედო პარტნიორის