გულიკო ჩაფიძემ მთელი ეპოქა შექმნა ქართულ მედიცინაში – პრემიერი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ექიმისა და მეცნიერის, გულიკო ჩაფიძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
როგორც პრემიერ-მინისტრის სამძიმარშია აღნიშნული, გულიკო ჩაფიძემ ეპოქა შექმნა ქართულ მედიცინაში.
„მწუხარებას გამოვთქვამ სახელგანთქმული ექიმისა და მეცნიერის, აკადემიკოს გულიკო ჩაფიძის გარდაცვალების გამო.
ქალბატონმა გულიკომ მთელი ეპოქა შექმნა ქართულ მედიცინაში. იგი ერთნაირი თავდადებით და წარმატებით ემსახურებოდა როგორც პრაქტიკულ მედიცინას, ისე სამკურნალო მეცნიერების განვითარებას ჩვენს ქვეყანაში.
სამძიმარს ვუცხადებ ქალბატონი გულიკოს ოჯახს, ახლობლებს და მთელ სამედიცინო საზოგადოებას“, – აღნიშნულია პრემიერ-მინისტრის სამძიმარში.

ასევე დაგაინტერესებთ

ქართული რევოლუციების ერთ-ერთი სპონსორის, ჯონ მაკკეინის ინსტიტუტის გლობალური დემოკრატიის პროგრამების უფროსმა დირექტორმა, ლორა თორნტონმა, არჩევნების წინ შეფასება და რევოლუციური სცენარი უკვე მოამზადა

წინასაარჩევნოდ გაბრაზებული პარტნიორის, ამერიკის შესაძლო გადაწყვეტილება ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებასთან დაკავშირებით აღიქმება, როგორც “ქართული ოცნების” ღია შანტაჟი, რომელიც დაისჯება, რადგან ის ამერიკის პოლიტიკურ თამაშის წესებს არ აჰყვა