ბოსნიური მედია აქტიურად წერს, რომ საქართველოს ნაკრებისა და “სარაევოს” 24 წლის ფორვარდის გიორგი გულიაშვილის ზამთარში გუნდიდან წასვლა პრაქტიკულად გადაწყვეტილი ამბავია.
ჩვენებურს შესაძლოა, კლუბი ჯერ კიდევ ზაფხულში შეეცვალა, თუმცა ბოსნიელებმა დაახლოებით მილიონ ევროიანი წინადადებები ერთ-ერთი უკრაინული გუნდიდან და შვედური აიკიდან დაბლოკეს.
მიუხედავად ამისა, აიკი, რომელმაც თავისი ქვეყნის ჩემპიონატში მე-7 ადგილი დაიკავა და ევროტურნირების საგზური ვერ მოიპოვა, დანებებას არ აპირებს. ადგილობრივი მედია გვამცნობს, რომ ისინი გაუმჯობესებული შეთავაზებით დაბრუნდებიან, რადგან ქართველის თავის რიგებში ხილვა ძალიან სურთ.
ამავდროულად, გაჩერებას არც ზაგრების “დინამო” აპირებს. ხორვატიული გუნდი ჩვენებურის დამატებას ზაფხულში აპირებდა და თითქოს ყველაფერი მალე უნდა მოგვარებულიყო, თუმცა ბოლო მომენტში მათ გეგმები შეეცვალათ.
ხორვატიულ პრესაში იწერება, რომ “დინამოს” ინტერესი კიდევ გააჩნია და ზამთარში შესაძლოა, ტრანსფერს მიუბრუნდნენ. გიორგისთვის ეს ვარიანტი უფრო მომხიბვლელი უნდა იყოს, რადგან ზაგრებელები თავისი ქვეყნის ჩემპიონატსაც ლიდერობენ, ევროპის ლიგაზეც ასპარეზობენ და ევროტურნირების მუდმივი წევრები არიან.
ინფორმაციისთვის, გულიაშვილმა ამ სეზონში “სარაევოს” რიგებში ყველა ტურნირზე 20 თამაში ჩაატარა. მას ორი გოლი და რვა შედეგიანი გადაცემა აქვს. ჯამში ამ კლუბში გადასვლიდან მან სულ 69 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, სადაც მეტოქეები 23-ჯერ დაამწუხარდა და ასისტით თანაგუნდელი 15-ჯერ მოამარაგა.
[VIDEO] “მანჩესტერ იუნაიტედი” და “ბორნმუთი” რვაგოლიან მატჩში დაზავდნენ
[VIDEO] “სარაევოს” საკუთარი გულშემატკივრები დაუპირისპირდნენ – გულიაშვილი და მისი თანაგუნდელები მოედნიდან პოლიციამ გაიყვანა
ჩემპიონთა ლიგა. VI ტური: “რეალმა” “ატალანტას” სძლია – მბაპემ ტრავმა მიიღო [VIDEO]
ქართველი თავდამსხმელით ბერძნული გრანდი დაინტერესდა
გულიაშვილი თურქეთში გადაბარგდება? – ქართველის მიმართ ინტერესი ორ გუნდს აქვს
გულიაშვილმა “სარაევოსთან” კონტრაქტი გააგრძელა
ცხოვრებაძემ “გუმერსბახი” დატოვა – ქართველ ხელბურთელს ჩემპიონთა ლიგაზე ვიხილავთ
ჩემპიონთა ლიგა. IV ტური: “სლოვანის” მეოთხე მარცხი და პსვ-ს პირველი გამარჯვება
გულიაშვილის “სარაევომ” ახალი მწვრთნელი დანიშნა და ცნობილი ფეხბურთელი მიიყვანა – ქართველი თავად შესაძლოა, წავიდეს
გორდეზიანი “სარაევოში” გულიაშვილის თანაგუნდელი გახდა
ჩემპიონთა ლიგა. V ტური: ორი გამოუყენებელი პენალტი – “რეალი” “ლივერპულთან” დამარცხდა და 24-ე პოზიციაზე დაქვეითდა [VIDEO]
ჩემპიონთა ლიგა. VII ტური: “რეალის” დამაჯერებელი გამარჯვება და “ბაიერნის” მარცხი “ფეიენოორდთან” [VIDEO]
[VIDEO] საგოლე პასების ჰეთ თრიკი – გულიაშვილის მაგარი მატჩი ბოსნიაში!
“გულიაშვილის შეძენა ლეგენდარულმა ქართველმა ფეხბურთელმა შესთავაზა” – გიორგი ახალ გუნდში გადასვლას უახლოვდება
ზაგრების “დინამოს” შემტევმა “რეალს” 5-წლიან კონტრაქტზე უარი უთხრა




