გულიაშვილის დებიუტი “ბარსელონასთან” შედგება? – “რასინგს” ზამთარში ახალი ფორვარდი ესაჭიროებოდა

საქართველოს ნაკრების 24 წლის ფორვარდი გიორგი გულიაშვილი ბოსნიური “სარაევოდან” ესპანეთის სეგუნდა დივიზიონის ლიდერ “რასინგში” გადავიდა და გუშინ ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.
ჩვენებურმა ხელი 3,5-წლიან კონტრაქტს მოაწერა და მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, გარიგების საფასურმა 2,5 მილიონი ევრო შეადგინა.
“რასინგი” ახალი თავდამსხმელის დამატების საჭიროების წინაშე მას შემდეგ დადგა, რაც მიმდინარე სეზონში 18 მატჩში 8 გოლის შემგდები 20 წლის ეკვადორელი ფორვარდი ჯერემი არევალო 7 მილიონ ევროდ “შტუტგარტში” გაასხვისა.
ასევე ლა ლიგა 2-ის გასულ ტურში ტრავმა მიიღო გუნდის ერთ-ერთ ლიდერმა 28 წლის ფორვარდმა ასიერ ვილალიბრე, რომელიც ანდრეს მარტინთან ერთად 10 გოლით გუნდის საუკეთესო ბომბარდირია.
ყველაფერი ამის გათვალისწინებით, სანტანდერელებს ახალი ფორვარდი ესაჭიროებოდათ და ქართველის ტრანსფერი განახორციელეს. “რასინგი” დღეს ლა ლიგა 2-ის 21-ე ტურში “სარაგოსას” მიიღებს, მაგრამ დღეს გულიაშვილის დებიუტი არ შედგება.
სავარაუდოდ, ჩვენებური პირველ წუთებს ესპანეთის თასის 1/8-ფინალში მიიღებს, სადაც მისი ახალი კლუბი საკუთარ მოედანზე 16 იანვარს “ბარსელონას” უნდა დაუპირისპირდეს.
შეხსენებისთვის, “რასინგი” ლა ლიგა 2-ს 38 ქულით ლიდერობს და მეორეადგილოსან “ლას პალმასს” 1 ქულით უსწრებს.
[VIDEO] ტაბატაძემ ესპანეთში ისევ გაიტანა – “კადისმა” მოიგო და პლეი-ოფის ზონაშია
17 წლის ხარებაშვილი “აიაქსს” დაუკავშირეს – რას წერს ნიდერლანდური გამოცემა ქართველზე?
ჩაკვეტაძე “ბრისტოლთან” არ ითამაშებს – მიზეზი ცნობილია
[VIDEO] “სარაევოს” საკუთარი გულშემატკივრები დაუპირისპირდნენ – გულიაშვილი და მისი თანაგუნდელები მოედნიდან პოლიციამ გაიყვანა
“ყველაფერი გავაკეთეთ, რათა გორში გამარჯვებულები დავბრუნებულიყავით” – რა ითქვა ლუქსემბურგში გამარჯვების შემდეგ
დიეგო ლონგო: “დილა” თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმისგან ჯერ კიდევ შორს არის
გულიაშვილის “სარაევომ” ახალი მწვრთნელი დანიშნა და ცნობილი ფეხბურთელი მიიყვანა – ქართველი თავად შესაძლოა, წავიდეს
შეთანხმებასთან ძალიან ახლოს – გულიაშვილი შვედეთის 12-გზის ჩემპიონ გუნდში გადადის
გულიაშვილი ზამთარში სავარაუდოდ, “სარაევოდან” წავა – ევროტურნირებზე მოთამაშე გუნდი, ან კარიერის შვედეთში გაგრძელება
“დილამ” “რასინგს” ისევ მოუგო და მეორე ეტაპზე “რიგას” შეხვდება
[VIDEO] საგოლე პასების ჰეთ თრიკი – გულიაშვილის მაგარი მატჩი ბოსნიაში!
ყოჩაღ – “დილამაც” შემოატრიალა თამაში და ლუქსემბურგში გაიმარჯვა!
“ატლეტიკომ” 2,5 მილიონად მოურინიო დაიმატა