„გუთნის დედა“, ადგილ-მამულის მართვის ფურცელი“, რომელსაც „ხელი მოსწერდება ტფილისში, ი. კერესელიძის სტამბაში. კუკიას, საკუთარს სახლში“.
„გამოიცემა ორკვირაში ერთხელ. ფასი ერთის წლის გამოცემისა ვინც „ცისკარზედა“ ხელს აწერს ერთი მანეთი. რომელიც არ აწერს სამი მანეთი.“ – ვკითხულობთ ჟურნალის თავფურცელზე.
„გუთნის დედა“ არის პირველი ქართული სასოფლო-სამეურნეო ჟურნალი, რომელიც გამოდიოდა თბილისში 1861-1876 წლებში. თავდაპირველად ის იყო ივანე კერესელიძის რედაქტორობით გამომავალ ჟურნალ „ცისკრის“ დამატება, 1873 წლიდან კი დამოუკიდებელი პერიოდული გამოცემა გახდა, რომელიც სოფლის მეურნეობის შესახებ სიახლეებს აცნობდა საზოგადოებას.
„გუთნის დედა“ საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის პრესის მუზეუმში წარმოდგენილი ექსპოზიციის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ექსპონატია როგორც შინაარსით, ისე გაფორმების თვალსაზრისით.




