„გუდვილი“ – 22-წლიანი ისტორია და ახალი თავი ბრენდის განვითარებაში

ქვეყნის პირველი ჰიპერმარკეტების ქსელი „გუდვილი“ 22 წლის იუბილეს მასშტაბური რებრენდინგით აღნიშნავს. განახლებული იდენტობა, თანამედროვე ვიზუალური სტილი, მომხმარებელზე სრულად ორიენტირებული სერვისები და პრემიუმ გამოცდილება – ასე ხვდება „გუდვილი“ განვითარების ახალ ეტაპს.
უფრო კონკრეტულად, 2024 წელს განხორციელებული რებრენდინგის ფარგლებში განახლდა გუდვილის ლოგო და მთლიანად ბრენდის ვიზუალური ენა.როგორც კომპანიაში განმარტავენ, ახალი Wordmark ლოგო და პატერნი წარმოადგენს თანამედროვე ფორმებში მოქცეულ სახელს – „Goodwill“ – რომელშიც ინტეგრირებულია „G“ ასო და რიცხვი 1, რაც სიმბოლურად აღნიშნავს იმას, რომ „გუდვილი“ არის პირველი ჰიპერმარკეტი საქართველოში, რომელიც ისწრაფვის განვითარებისკენ და ნერგავს ინოვაციებს.
ამის მიღმა, განახლდა ფერთა პალიტრაც: Deep Green, Golden Beige და Warm Beige-ის ერთობლიობით კომპანიამ თანამედროვე ვიზუალური იდენტობა განსაზღვრა.
„ჩვენთვის ეს რებრენდინგი მხოლოდ ვიზუალური ცვლილება არ არის – ეს არის ახალი ნაბიჯი მომხმარებელთან კომუნიკაციის გასაძლიერებლად. გუდვილი ყოველთვის იყო და იქნება ადგილი, სადაც მაღალი ხარისხი, ადამიანური ურთიერთობები და ყოველდღიური სანდოობა ერთიანდება. ამ ახალი ეტაპით კი მომავალს ვხვდებით თამამად!“, – აღნიშნავს გურანდა არჩუაძე, „გუდვილის“ მარკეტინგის ხელმძღვანელი.
„გუდვილის“ წარმომადგენლები განვლილ გზასაც იხსენებენ და ამბობენ, რომ 2000-იან წლებში, ჯერ კიდევ მაშინ, როცა ქართული საცალო ვაჭრობა განვითარების პირველ ნაბიჯებს დგამდა „გუდვილმა“ მომხმარებელს სრულიად ახალი გამოცდილება შესთავაზა ჰიპერმარკეტის სახით. აღნიშნავენ იმასაც, რომ ეს არ იყო მხოლოდ მაღაზია, პროდუქტის შეძენის ადგილი, არამედ სივრცე, რომელმაც თანამედროვე და კომფორტული ცხოვრების სტილი განსაზღვრა.
„გუდვილში“ ხაზს უსვამენ იმასაც, რომ დღემდე ერთგულად მიჰყვებიან იმ ღირებულებებს, რომლითაც ორი ათწლეულის წინ, ჰიპერმარკეტების ერთ-ერთი უმსხვილესი ქსელის შენება დაიწეს.
ასევე უცვლელია მომხმარებლისთვის მათ მიერ შეთავაზებული პრემიუმ გამოცდილებაც, რომელიც ერთდროულად რამდენიმე მიმართულებას აერთიანებს, მათ შორის: მრავალფეროვან და ექსკლუზიურ ასორტიმენტს, ევროპულ სტანდარტებზე მორგებულ მომსახურებას, საკუთარი წარმოების მზა კერძებს, ხორცპროდუქტებსა თუ დესერტებს, ასევე ადგილობრივ ფერმერებთან სტაბილურ პარტნიორობას.
ამ ყველაფერთან ერთად, „გუდვილის“ წარმომადგენლები ბრენდის მისიასა და ღირებულებებზეც აკეთებენ აქცენტს და ამბობენ, რომ კომპანიის მთავარი ორიენტირი მომხმარებლისთვის შოპინგის საუკეთესო გამოცდილების უზრუნველყოფაა. მომხმარებლის მიღმა, კომპანია არანაკლებად ზრუნავს თანამშრომლებზე და მათი პროფესიული ზრდისა და კეთილდღეობისთვის მუდმივად ქმედით ნაბიჯებს დგამს.
„გუდვილის“ მთავარი ფასეულობები ასევე მოიცავს ტრადიციაზე დაფუძნებულ მუდმივ ინოვაციას, ადგილობრივი წარმოების უწყვეტ მხარდაჭერას, უსაფრთხოებისა და ეკოლოგიის მაღალი სტანდარტების დაცვასა და ბრენდის მდგრადი განვითარების უზრუნველყოფას.
„გუდვილმა ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში შეძლო, გაეერთიანებინა ევროპული სტანდარტები, ქართული ღირებულებები და თანამედროვე ტრენდები. დღეს ის აგრძელებს განვითარებას და ბაზარზე ლიდერობას იმავე ერთგულებით, რაც მას წლების განმავლობაში გამოარჩევს“, – აცხადებენ კომპანიაში.

ცნობისთვის: “გუდვილის” რებრენდინგის კვლევებსა და პროცესებში მონაწილეობდა პიარ სააგენტო „ჯეპრა“.

ასევე დაგაინტერესებთ