ზამთრის სეზონზე სასტუმრო გუდაური ინნ • Gudauri Inn-ს საკმაოდ მაღალი დატვირთულობა აქვს. როგორც „ინნ ჯგუფის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ერეკლე კოკაიამ განაცხადა, სტუმრების უმეტესობა უცხოელი დამსვენებლები იყვნენ.
„გუდაურში დატვირთულობაზე ზოგადად მოლოდინებიც დადებითი იყო და საბედნიეროდ გამართლდა. საშუალო დატვირთულობა თვეების მიხედვით ასეა, იანვარიც, თებერვალიც და მარტიც ჯერჯერობით ასე გამოიყურება 80-დან 90%-მდე იქნება დაკავებულობა. რაც საკმაოდ კარგი მაჩვენებლებია. დამსვენებლების უმრავლესობა უცხოელები იყვნენ, სხვადასხვა ქვეყნებიდან. გვყავდა სტუმრები ისრაელიდან, საიდანაც ყველაზე დიდი მატება გაქვს. სტუმრები გვყავდა ლიეტუვიდან. შარშანდელთან შედარებით მეტი სტუმარი გვყავდა ასევე აზიიდან: ჩინეთი, ინდოეთი ასევე აქტიურად გვყავს სტუმრები არაბეთის გაერთიანებული საამიროებიდან. ზოგადად რომ შევხედოთ ერთ, რომელიმე ბაზარს უმრავლესობა არ აქვს“, – განაცხადა კოკაიამ.
„ინნ ჯგუფის“ აღმასრულებელი დირექტორი Gudauri Inn-ის მაგალითზე ამბობს, რომ გაზრდილია საშუალო ღამისთევების მაჩვენებელიც.
„ღამისთევების რაოდენობა გაზრდილია. ისიც გასათვალისწინებელია, რომ Gudauri Inn-მა კიდევ ერთი პრემიუმ კორპუსი დაამატა, სადაც 30 ნომერია. სადაც საშუალო ფასი ოდნავაა გაზრდილი, თუმცა დაკავებულობა და ზოგადი მაჩვენებელი ჩვენთან თითქმის 40%-ით გაიზარდა“, – აცხადებს ერეკლე კოკაია.
აღსანიშნავია, რომ Gudauri Inn-ის ახალი კორპუსი ოფიციალურად 30 დეკემბერს გაიხსნა და დღეისთვის სასტუმრო 115 ნომერს აერთიანებს, სადაც 90-მდე ადგილობრივია დასაქმებული.
„ახალი კორპუსი 30 დეკემბერს გავხსენით და მიუხედავად იმისა, რომ სასტუმროში წინასწარ არის გაყიდვები, ჩვენს შემთხვევაში რადგან სეზონს დაემთხვა არც გაგვჭირვებია დაკავებულობა, რომ მაღალი შეგვენარჩუნებინა. გავიხსენით საახალწლოდ და დავამატეთ უფრო მაღალი დონის კორპუსი, სადაც ოთახების ზომაც დიდია. შენობას აქვს თავისი აუზები, ჯაკუზები, სამასაჟე სივრცე და დიდი საკონფერენციო დარბაზი“, – განმარტავს კოკაია.
