გუდაურში ბინების საშუალო ფასი მ2-ზე 1420 დოლარია

II კვარტალში გუდაურში 74 ბინა გაიყიდა, რაც წლიურად 1.3%-იანი შემცირებაა. რეგიონალური საცხოვრებელი უძრავი ქონების შესახებ მიმოხილვას აქვეყნებს.
„მცირე ზომის ბინებმა (26-50 მ2) მთლიანი გაყიდვების 73% შეადგინა. ამასთანავე, გაყიდული ბინების 55.4% საშუალო ფასის სეგმენტიდან იყო ($1,001 – 1,500).
გუდაურში ამჟამად 6 დასრულებული საცხოვრებელი პროექტის გაყიდვები მიმდინარეობს პირველად ბაზარზე.
გალტ & თაგარტის თანახმად, 2024 წლის II კვარტალში გუდაურში ბინების საშუალო შეწონილი ფასი უცვლელად $1,420/მ2-ზე დარჩა. გუდაურში გაყიდული ბინების ჯამურმა ღირებულებამ 4.5 მლნ დოლარი შეადგინა, რაც წლიურად 12.3%-იანი ზრდაა“, – ნათქვამია მიმოხილვაში.