გუდაური-კობის მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა

ქარბუქის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე აიკრძალა მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ამავე მონაკვეთზე დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტი გაივლიან ზვავდამცავ გვირაბებს, საპატრულო პოლიციის ზედამხედველობით და კოორდინაციით.
ქარბუქისა და შეზღუდული ხილვადობის გამო, შეიზღუდა გადაადგილება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ147 მონაკვეთზე (სოფ. აიაზმა- ქ.ნინოწმინდა).
ამ მონაკვეთზე აიკრძალა მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ასევე დაგაინტერესებთ

გიგა ფარულავა – შალვა პაპუაშვილის საუბარი „ღალატსა“ და „შხამიან თესლზე“ ღიმილის მომგვრელია – „შხამიანი თესლიდან“ აღმოცენებული სწორედ ის სისტემაა, რომელიც შექმენით და რომელსაც ქართველი ხალხი დაასრულებს

თინა ბოკუჩავა – ერთი წლის განმავლობაში ხალხი არ დაიღალა, არ დანებდა, არ შეეგუა ივანიშვილის მოცემულობას, რომ საქართველოს არ ჰქონდეს ევროპული მომავალი და იყოს რუსეთის უკანა ეზო – ევროინტეგრაციის გზას ქართველი ხალხი გააგრძელებს