გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანაპორტის მოძრაობა აღდგენილია, ხოლო თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.
აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.
ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

საბა ბუაძე – „ქართული ოცნება“ ეუთოს მისიას ყელმოღერებით პრეტენზიებს რომ უცხადებს, თავად რა გააკეთეს ფაქტების გამოკვლევისთვის და დამნაშავეების დასჯისთვის? – გამოიძიეს ვინ იყვნენ პირუტყვები, რომლებმაც ახალგაზრდებს სისხლიანი დღეები მოუწყვეს?