გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

თოვის და ლიპყინულის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე დროებით იზღუდება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, სტეფანწმინდა-ლარსის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში.
ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

საია – ვანო თარხნიშვილზე თავდასხმა არ წარმოადგენს იზოლირებულ ინციდენტს – ,,ქართული ოცნების” მიმართ კრიტიკულად განწყობილი ადამიანების დასჯისა და დაშინების საგანგაშო პრაქტიკას ადასტურებს