ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე „პაოკმა“ ორი მატჩის ჯამში „ვოლფსბერგერს“ 1:0 სძლია და მესამე რაუნდში გავიდა.
სალონიკში პირველი შეხვედრა 0:0 დასრულდა, კლაგენფურტშიც ძირითადი დრო ასეთივე ანგარიშით, 115-ე წუთზე კი ბერძნული გუნდის ნახევარმცველმა მადი კამარამ გამარჯვების გოლი გაიტანა. „პაოკი“ პლეი-ოფში ხორვატიის „რიეკას“ დაუპირისპირდება.
სალონიკურ გუნდში ლუკა გუგეშაშვილი ისევ სათადარიგო იყო. ის ივნისში „პანსერაიკოსისგან“ შეიძინეს და ისე მოჩანდა, რომ ძირითადი მეკარე უნდა ყოფილიყო, რადგან ხორვატი დომინიკ კოტარსკი „კოპენჰაგენს“ 9 მილიონ ევროდ მიჰყიდეს. თუმცა, ჯერჯერობით „პაოკის“ კარს 33 წლის ჩეხი ირჟი პაველკა იცავს.
რფს-ს ისევ დამარცხდა „კუპსთან“ (0:1, 1:2), კონფერენს ლიგაზე გადაინაცვლებს და მალტის “ჰამრუნს” შეხვდება. ლატვიური გუნდის განაცხადში კვლავ არ იყო ლაშა ოდიშარია, რომელიც გავრცელებული ინფორმაციის თანახმად „ხიხონში“ აპირებს გადასვლას.
კონფერენს ლიგაზე „ჟალგირისმა“ ისევ მარცხი განიცადა „არდასთან“, ამჯერად 0:2, ორრაუნდიანი ბრძოლა 0:3 წააგო და გათამაშებას გამოეთიშა. კაუნასელთა რიგებში ანტონ თოლორდავამ შესვენებამდე ითამაშა, თემურ ჩოგაძემ კი 45+3-ე წუთზე მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მოედნის დატოვება მოუწია. იქამდე, 34-ე წუთზე მისი თანაგუნდელი ნახევარმცველი დივაინ ნაა გააძევეს.
თემურ ჩოგაძემ გოლი “რასინგსაც” გაუტანა
ქართველი ლეგიონერის გოლი და გამარჯვება კონფერენს ლიგაში
Geo Team: საქართველოს ნაკრების მეკარემ ცნობილ ბერძნულ კლუბთან გააფორმა კონტრაქტი
თემურ ჩოგაძე: “ოლიმპიკში” პირველი გოლი გავიტანე – აქ პროგრესირება შემიძლია
თემურ ჩოგაძემ დონეცკის “ოლიმპიკთან” კონტრაქტი გააფორმა
სიჭინავამ უკრაინაში ისევ გაიტანა და საგოლე პასიც შეასრულა [VIDEO]
ჩოგაძემ ისევ გაიტანა – “ოლიმპიკმა” შეკრებაზე 10-დან 9 მატჩი მოიგო
გუგეშაშვილი “პაოკში” წარადგინეს – ძირითადი მეკარე გუნდს ტოვებს
ოდიშარია: მეტოქეს არ აქვს მნიშვნელობა, ჩვენი თამაში უნდა ვითამაშოთ
საქართველოს ნაკრების მეკარე ბერძნულ გუნდში გადავიდა
გუგეშაშვილის შანსი – რუსმა მეკარემ “ყარაბაღი” დატოვა
უკრაინაში ქართველებმა გუნდები გამოიცვალეს
დაუცხრომელი ზივზივაძე და კვირკველიას გუნდის გასაოცარი ქამბექი [VIDEO]
ოფიციალურად – “პაოკმა” გუგეშაშვილს კონტრაქტი გაუფორმა
