გუგა ქაშიბაძე ლოტკინზე დაშავებულზე – რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება – მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა საკმაოდ სერიოზული დაზიანებები აქვს მიღებული, მთელი სხეულის 48% აქვს დამწვარი

თბილისში, ლოტკინის დასახლებაში აფეთქებისას დაშავებული 19 წლის გოგონას მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა მას სერიოზული დაზიანებები აქვს მიღებული.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა, გუგა ქაშიბაძემ განუცხადა, დაშავებულს სხეულის 48% აქვს დამწვარი.
„ამ წუთას მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა საკმაოდ სერიოზული დაზიანებები აქვს მიღებული. მთელი სხეულის 48% აქვს დამწვარი, სავარაუდოდ გაზის აფეთქების შედეგად მიიღო ეს დაზიანებები. დაზიანება სერიოზულია. მას დაზიანებული აქვს თავი, ზემო კიდურები, ნაწილობრივ ქვემო კიდურები, გულმკერდი და ზურგი. ის ახლა იმყოფება დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში. ამ წუთისთვის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა საკმაოდ სერიოზული დაზიანებები აღენიშნება“,- განაცხადა გუგა ქაშიბაძემ.
ცნობისთვის, თბილისში, ლოტკინის დასახლებაში აფეთქება მოხდა. შემთხვევა, სავარაუდოდ, გაზის გაჟონვამ გამოიწვია. მომხდარის შედეგად 1 ადამიანია დაშავებული. -ს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება 2 მუხლით – სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე და 240-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს, რომლებიც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევასა და ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს ექსპლუატაციის წესების დარღვევის გამო.

ასევე დაგაინტერესებთ

„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ბერლინის ოფისი – მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, შეწყვიტოს სამოქალაქო საზოგადოების შევიწროება და დაშინება და დაიცვას გაერთიანების, გამოხატვის თავისუფლებისა და სამართლიანი სასამართლო პროცესის უფლებები

გიორგი შარაშიძე – „ოცნების“ მიერ კორუფციასთან მოჩვენებითი ბრძოლის ფასადურ კამპანიას რეალურ ბრძოლასთან კავშირი არ აქვს – უნიჭო წინასაარჩევნო სპექტაკლია – „ოცნება“ კორუფციასთან ბრძოლის ნაცვლად, კორუფციისთვის იბრძვის!