გუგა ქაშიბაძე: ლოტკინზე აფეთქების შედეგად დაშავებულ გოგოს სხეულის 48% დამწვარი აქვს, რეანიმაციაშია და მდგომარეობა საკმაოდ სერიოზულია

ლოტკინზე აფეთქების შედეგად დაშავებულ 19 წლის გოგოს სხეულის 48% დამწვარი აქვს, რეანიმაციაშია და მისი მგომარეობა საკმაოდ მძიმეა – ამის შესახებ “პირველებს” დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა, ექიმმა გუგა ქაშიბაძემ განუცხადა.

მისი თქმით, ახალგაზრდას დამწვარი აქვს სახე, ზემო კიდურები, გულ-მკერდი და ზურგის ნაწილი, ასევე აქვს სასუნთქი გზებსი დაზიანება.

დაახლოებით არის 48% დამწვრობა, ეს არის სახე, ზემო კიდურები, გულ-მკერდი და ზურგის ნაწილი, ასევე აქვს სასუნთქი გზებსი დაზიანება, მოთავსებულია რეანიმაციის განყოფილებაში, სავარაუდოდ, გაზს აფეთქების შედეგად აქვს მიღებული დაზიანება. რადგან რეანიმაციაში, ე.ი. მდგომარეობა საკმაოდ სერიოზულია”, – ამბობს ექიმი. 

ცნობისთვის, თბილისში, ლოტკინის დასახლებაში 2 ძლიერი აფეთქება გუშინ მოხდა.

-ს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება 2 მუხლით – სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე და 240-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს, რომლებიც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევასა და ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს ექსპლუატაციის წესების დარღვევის

ასევე დაგაინტერესებთ

პოლიტიკა 01.07.2026 / 20:17აა პრემიერი აშშ-ის საელჩოში მიღებაზე – გვწამს, დადგა დრო, გადავტვირთოთ სტრატეგიული პარტნიორობა კონკრეტული გზამკვლევით – მზად ვართ, პირდაპირი დიალოგის გზით განვსაზღვროთ საერთო პრიორიტეტები

სალომე ზურაბიშვილი – ერთი „ოცნება“ ამერიკას ურწმუნებს ვითომდა ახალ ერთგულებას, მეორე „ოცნება“ კი ირანის ლიდერებს, მათ ვინც “ სიკვდილი ამერიკას!” ძახილით დაგვამახსოვრეს თავი – ამ საქციელს ღირებულებების და ღირსების ჭრილში სხვა რამეს ეძახიან