რუსეთის მხრიდან დრონებით თავდასხმას აღმოსავლეთ უკრაინის ქალაქ ხარკოვის საწვავის სადგურზე ემსხვერპლა შვიდი ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვი, დაიჭრა კიდევ სამი პირი, – წერს რეგიონის გუბერნატორი, ოლეჰ სინიეჰუბოვი ტელეგრამით 10 თებერვლის დილას.
სადგურიდან გაჟონილმა ბენზინმა ახლოს მდებარე სახლებში ხანძარი გააჩინა, – ამბობს ხარკოვის მერი, იჰორ ტერეხოვი. “ერთ-ერთ სახლში ნაპოვნია ხუთი ადამიანის, მათ შორის სამი ბავშვის გვამები”, – ამბობს სინეჰუბოვი და დასძენს, რომ ორი ბავშვი შვიდი და ოთხი წლის იყო, მესამე – ექვსი თვის ჩვილი. “კიდევ ორი ადამიანი დაიღუპა სხვა სახლში”, – აცხადებს გუბერნატორი.
