უკრაინის შეიარაღებული ძალების მხრიდან დაბომბვის გამო, დაახლოებით, 9 000 ბავშვს ბელგოროდის ოლქიდან რუსეთის სხვა რეგიონებში გადაიყვანენ, – ამის შესახებ გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა განაცხადა.
„ვგეგმავთ, დაახლოებით, 9 000 ბავშვის გაყვანას ბელგოროდიდან, ბელგოროდის რაიონიდან, შებეკინსკიდან და გრაივორონსკის რაიონიდან,” – აღნიშნა გუბერნატორმა.
მისი თქმით, მიმდინარე კვირის პარასკევს 1.2 ათასი ბავშვი გაემგზავრება პენზაში, ტამბოვში, კალუგაში და სტავროპოლის მხარეში.