გუბერნატორი: უკრაინის დრონებით იერიში განხორციელდა რუსეთში მდებარე სპორტულ კომპლექს “ბელგოროდ არენაზე”

უკრაინის დრონებით შაბათს იერიში განხორციელდა ს ქალაქ ბელგოროდში მდებარე ორ სამოქალაქო ობიექტზე – იუწყება რეგიონის გუბერნატორი, ვიაჩესლავ გლადკოვი.
ერთ-ერთმა დრონმა მიზანში ამოიღო სპორტული კომპლექსი “ბელგოროდ არენა”. სახურავზე გაჩნდა ხანძარი. გლადკოვის თქმით, თავდასხმის მომენტში სპორტდარბაზში სწავლება მიმდინარეობდა, თუმცა არავინ დაშავებულა.
გლადკოვი ტელეგრამის არხით ავრცელებს თავდასხმის ამსახველ ვიდეოჩანაწერს და აცხადებს, რომ “მტერი მიზანმიმართულად უტევს მშვიდობიანი სამოქალაქო ობიექტებს”.
ჩინოვნიკი არ აკონკრეტებს კიდევ რომელი ობიექტი დაზიანდა, ის მხოლოდ აღნიშნავს, რომ ზიანი მიადგა ფასადსა და ფანჯრებს.
ს თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, 12 ივლისის დილას საჰაერო თავდაცვამ ბელგოროდის ოლქის თავზე ჩამოაგდო უკრაინის ოთხი დრონი.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან მახაშვილი – ფაქტია, რომ სურსათზე ფასების კუთხით რაღაც გამართულად არ არის – როგორც ჩანს, იყო ხარვეზები, დარღვევები თანამდებობის პირების მხრიდან, მათ რომ კეთილსინდისიერად ემუშავათ, შეიძლება ეს პრობლემები არ დამდგარიყო

ლელა ჯეჯელავა – შესაწირი ბატკანივით რომ დაადო თავი ლილუაშვილმა და მივიდა პროკურატურაში, დავიჯერო თავის დასაცავი ან სხვისი დასაშანტაჟებელი არაფერი ჰქონდა? უცნაური ამბავია – რაშიც ლილუაშვილი მონაწილეობდა, მონაწილეობდა ივანიშვილიც