გუბერნატორი – უკრაინამ ბელგოროდზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელა, დაშავდა ორი ადამიანი

ბელგოროდის ოლქის გუბერნატორის ვიაჩესლავ გლადკოვის განცხადებით, უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ ბელგოროდის ცენტრში განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად ორი მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა , – ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
გუბერნატორის ინფორმაციით, ორივე დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს.
გლადკოვის განცხადებით, ერთ კერძო სახლში და სამ მაღალსართულიან კორპუსში დაახლოებით 40 ბინაში ფანჯრები ჩაიმსხვრა. ასევე დაზიანდა ერთი კომერციული შენობა და შვიდი ავტომობილი.
გუბერნატორის ინფორმაციით, ადგილზე ოპერატიული სამსახურები მუშაობენ და თავდასხმის შედეგები დგინდება.