გუბერნატორი – სმოლენსკში, უკრაინული დრონებით თავდასხმის შედეგად, სათბობ-ენერგეტიკული კომპლექსის ობიექტებზე ხანძარი გაჩნდა

უკრაინის შეიარაღებული ძალების დრონებით თავდასხმის შედეგად ს სმოლენსკის ოლქის სათბობ- ენერგეტიკული კომპლექსის ობიექტებში ხანძარი გაჩნდა, – ინფორმაციას რუსული მედია რეგიონის გუბერნატორზე, ვასილი ანოხინზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ჩვენი რეგიონი კვლავ უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატების თავდასხმის ქვეშაა. ს შეიარაღებული ძალების საჰაერო თავდაცვის ძალები საჰაერო სამიზნეებს ებრძვიან. დიდი ალბათობით, სმოლენსკისა და იარცევოს რაიონების ტერიტორიებზე, სამოქალაქო სათბობ-ენერგეტიკულ ობიექტებზე მტრის თავდასხმის შედეგად ხანძარი გაჩნდა“, – წერს გუბერნატორი „ტელეგრამ“ არხზე.
მისი ინფორმაციით, ადგილზე საგანგებო სიტუაციების სამინისტროს თანამშრომლები მუშაობენ.