გუბერნატორი – ს ქალაქ ტაგანროგზე სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა

რუსეთის ქალაქ ტაგანროგზე ღამით სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა, დაზიანდა სამრეწველო საწარმო, დაიწვა 14 მანქანა ადგილზე, – ინფორმაციას რუსული მედია როსტოვის ოლქის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელზე, იური სლიუსარზე დაყრდნობით ავრცელებს.
„წუხელ ტაგანროგზე სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა. დაზიანდა სამრეწველო საწარმო, დაიწვა 14 მანქანა, წინასწარი მონაცემებით, არავინ დაშავებულა“, – აღნიშნა გუბერნატორმა.
მისი ინფორმაციით, თავდასხმისგან გამოწვეული ზარალის ოდენობა ზუსტდება.

ასევე დაგაინტერესებთ

თენგო კირთაძე: ჩემთვის, როგორც პოლიტიკოსისთვის, როგორც მოქალაქისთვის ვალდებულებაა, საღი აზრის ფარგლებში, პროპორციულობის ფარგლებში, შევეწინააღმდეგო იმას, რასაც აკეთებს ქართული ოცნება

ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსეთზე ზეწოლასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი შედეგებია, მადლიერები ვართ პარტნიორების, მაგრამ მნიშვნელოვანია, აქ არ გავჩერდეთ – ზეწოლა ხელს შეუწყობს მშვიდობის დამყარებას