გუბერნატორი – რუსეთის კურსკის ოლქში მდებარე სამთო-გადამამუშავებელ ქარხანას დღეს უკვე მეორედ დაარტყეს

რუსეთის კურსკის ოლქში მდებარე სამთო-გადამამუშავებელ ქარხანას დღეს უკვე მეორედ დაარტყეს, – ამის შესახებ ინფორმაციას კურსკის ოლქის გუბერნატორი, რომან სტაროვოიტი ავრცელებს.
დღეს დილით, რუსულ „ტელეგრამ“ არხებზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მიხაილოვსკის სამთო-გადამამუშავებელ ქარხანას დრონის გამოყენებით დაარტყეს.
დრონით განხორციელებული შეტევის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია კურსკის ოლქის გუბერნატორმა დაადასტურა და განაცხადა, რომ შეტევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.
ცოტა ხნით ადრე, კურსკის ოლქში მდებარე სამთო-გადამამუშავებელ ქარხანაზე პირველი თავდასხმა განხორციელდა, რის შედეგად ცეცხლი საწვავის ავზს გაუჩნდა.
უკრაინული მედია დაზვერვის წყაროზე დაყრდნობით აცხადებს, რომ შეტევა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს მიერ განხორციელდა.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ ყაველაშვილი – გიორგი ცინცაძე იყო საამაყო კალათბურთელი და მისი ღვაწლი დაფასებულია, ერთი რამ მინდა ვუთხრა, ნუ გამოაყენებინებს საკუთარ სახელს – გვახსოვს ბუდუ ზივზივაძე, ქოჩორაშვილი, როგორ სცადეს მათი გამოყენება

ურსულა ფონ დერ ლაიენი – ვოლოდიმირ ზელენსკისთან კარგი სატელეფონო საუბარი მქონდა – უკრაინამ ევროპულ გზაზე უკვე ბევრს მიაღწია, უკრაინას შეუძლია ამ გზაზე წინსვლისას ჩვენი მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს