გუბერნატორი – როსტოვში, დრონის აფეთქების შედეგად, 8 ადამიანი დაშავდა

როსტოვის ოლქში დრონის აფეთქების შედეგად რვა ადამიანი დაშავდა, – ამის შესახებ რუსული მედია რეგიონის გუბერნატორზე, ვასილ გოლუბევზე დაყრდნობით იუწყება.
„მოროზოვსკის რაიონში, აეროდრომიდან არც თუ ისე შორს, ერთ-ერთ ჩამოვარდნილ უპილოტო საფრენ აპარატზე ასაფეთქებელი მოწყობილობის აფეთქების შედეგად, წინასწარი მონაცემებით, რვა ადამიანი დაშავდა“, – აცხადებს გუბერნატორი.
მანამდე, Reuters-მა სანდო წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ მ როსტოვის ოლქში, ს მოროზოვსკის სამხედრო ავიაბაზას შეუტია, რის შედეგადაც განადგურდა ექვსი და დაზიანდა კიდევ 8 რუსული სამხედრო თვითმფრინავი.

ასევე დაგაინტერესებთ