გუბერნატორი – ბელგოროდში, დრონით თავდასხმის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა

ბელგოროდში, დრონით თავდასხმის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა, – ამის შესახებ ინფორმაციას ბელგოროდის ოლქის გუბერნატორი, ვიაჩესლავ გლადკოვი ავრცელებს.
„უკრაინის შეიარაღებული ძალების დრონმა სოფელ ნოვოსტროევკას მიმდებარე ტერიტორიაზე მოძრავ ავტომობილს დაარტყა. დაიღუპა ერთი მშვიდობიანი მოქალაქე. მამაკაცი მიღებული დაზიანებებით ადგილზე გარდაიცვალა“, – განაცხადა ვიაჩესლავ გლადკოვმა.
ს თავდაცვის სამინისტროს ცნობით, დღეს დილით, ბელგოროდისა და კურსკის ოლქებში საჰაერო თავდაცვის სისტემებმა 22 დრონი ჩამოაგდეს.

ასევე დაგაინტერესებთ

საბა ბრაჭველი: სხვისი ნივთის დაზიანება დანაშაული მხოლოდ მაშინაა, თუ ზიანი აჭარბებს 150 ლარს (სსკ 187 მუხლი). 23 წლის ადამიანი დააკავეს წარწერის გაკეთებაზე, რომელიც რამდენიმე წუთში წაშალეს კალაძის თანამშრომლებმა