გუბერნატორი – ბელგოროდში თვითმფრინავის ჩამოვარდნის შემდეგ არავინ გადარჩენილა

ბელგოროდში თვითმფრინავის ჩამოვარდნის შემდეგ არავინ გადარჩენილა, – ამის შესახებ ინფორმაციას ბელგოროდის გუბერნატორი, ვიაჩესლავ გლადკოვი ავრცელებს.
„ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი დაიღუპა“, – განაცხადა ბელგოროდის გუბერნატორმა.
უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ბელგოროდში თვითმფრინავის ჩამოვარდნის შესახებ ინფორმაციას აზუსტებს.
ბელგოროდის ოლქში სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავის ჩამოვარდნა რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა და განაცხადა, რომ ბორტზე 65 უკრაინელი სამხედრო ტყვე იმყოფებოდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ქეთი მოლაშვილი: გალაკტიონმა თავი რომ მოიკლა, 17 მარტი იყო და წესი არ აუგეს.. პატრიარქმა გალაკტიონს აუგო წესი, კაცს, რომელმაც თავი მოიკლა, პატრიარქმა წესი აუგო. …პატრიარქმა წესი აუგო და თავადაც 17 მარტს მიიცვალა

რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი დანიელი: რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავრების, სამღვდელოებისა და მრევლის სახელით, ვუსამძიმრებთ წმინდა სინოდის წევრებსა და სრულიად საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას