გუბერნატორი – ბელგოროდის ოლქის ქალაქ შებეკინოს დაბომბვის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა და სამი დაშავდა

ბელგოროდის ოლქის ქალაქ შებეკინოს დაბომბვის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა და სამი დაშავდა, – ამის შესახებ ოლქის გუბერნატორი, ვიაჩესლავ გლადკოვი „ტელეგრამში“ წერს.
„უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ქალაქ შებეკინოს MLRS-ის გამოყენებით ცეცხლი გაუხსნეს. საცხოვრებელ ბინაში ჭურვის პირდაპირი დარტყმის შედეგად, მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა“, – წერს ბელგოროდის გუბერნატორი.
მისივე თქმით, ორი დაშავებული ქალი საავადმყოფოში გადაიყვანეს, ხოლო მესამეს სამედიცინო დახმარება ადგილზე გაუწიეს.
ვიაჩესლავ გლადკოვის ცნობით, დაბომბვის შედეგად, 6 კერძო სახლი და 11 საცხოვრებელი კორპუსი დაზიანდა.

ასევე დაგაინტერესებთ

პაატა მანჯგალაძე – რეჟიმს მორალური რესურსი ამოწურული აქვს და ახლა ნაძარცვი ქონების გადანაწილება-შენარჩუნებაზეა გადასული, ამ გადანაწილების პროცესში კი რამდენიმე კლანი ერთმანეთს დაერია

ლელა ჯეჯელავა – მგონი, მხოლოდ სალომე ზურაბიშვილი დარჩა წინააღმდეგობის პლატფორმაზე და როგორ უნდა აღადგინოს წინააღმდეგობა? ქარტიამდე მისვლაა საჭირო და როგორ მივდივართ? – ან დადებს კონკრეტულ გეგმას, ან სტრატეგიული გაუგებრობა საპროტესტო განწყობას აზიანებს