გუბერნატორის თქმით, ბელგოროდის დაბომბვას მსხვერპლი მოჰყვა

ბელგოროდის ოლქის ხელმძღვანელის, ვიაჩესლავ გლადკოვის ინფორმაციით, 25 ივნისის დილით გახდა ცნობილი, რომ ქალაქზე უკრაინული თავდასხმის შედეგად ასაკოვანი ქალი დაიღუპა. გლადკოვის თანახმად, ქალაქის დათვალიერების შემდეგ ნახეს ჭურვის მოხვედრის შედეგად დანგრეული სახლი, რომელშიც ქალის ცხედარი აღმოჩნდა.
გლადკოვმა სამშაბათს ღამით განაცხადა, რომ ბელგოროდზე დრონებით “მასირებული შეტევა” განხორციელდა. დილით გუბერნატორმა ბელგოროდის ჩრდილოეთით ექვსი დრონის თავდასხმის შესახებ დაწერა.
ს თავდაცვის სამინისტრომ დილის ანგარიშში განაცხადა, რომ ბელგოროდის ოლქის ტერიტორიაზე 29 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი მოიგერიეს და გაანადგურეს. უკრაინის თავდაცვის უწყებაში ბელგოროდის დაბომბვაზე კომენტარს არ აკეთებენ.
უკრაინის მოსაზღვრე რუსეთის რეგიონები ბოლო თვეებში თითქმის ყოველდღიურად ხდება სარაკეტო და დრონების თავდასხმის სამიზნე. რუსული მხარე უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ადანაშაულებს. უკრაინის სარდლობა, როგორც წესი, თავდასხმებზე კომენტარს არ აკეთებს.
რადიო თავისუფლება დამოუკიდებლად ვერ ამოწმებს ოფიციალური პირების განცხადებებს.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

პაატა მანჯგალაძე – რეჟიმს მორალური რესურსი ამოწურული აქვს და ახლა ნაძარცვი ქონების გადანაწილება-შენარჩუნებაზეა გადასული, ამ გადანაწილების პროცესში კი რამდენიმე კლანი ერთმანეთს დაერია

ლელა ჯეჯელავა – მგონი, მხოლოდ სალომე ზურაბიშვილი დარჩა წინააღმდეგობის პლატფორმაზე და როგორ უნდა აღადგინოს წინააღმდეგობა? ქარტიამდე მისვლაა საჭირო და როგორ მივდივართ? – ან დადებს კონკრეტულ გეგმას, ან სტრატეგიული გაუგებრობა საპროტესტო განწყობას აზიანებს