დასავლეთ ვირჯინიის შტატის გუბერნატორის თქმით, თეთრი სახლის მახლობლად სროლის შედეგად დაჭრილი ეროვნული გვარდიის ორი წევრი გარდაიცვალა.
ორივე მათგანი დასავლეთ ვირჯინიის ეროვნული გვარდიის წევრი იყო.
„დიდი მწუხარებით ვადასტურებთ, რომ დასავლეთ ვირჯინიის ეროვნული გვარდიის ორივე წევრი, რომლებიც დღეს დილით ვაშინგტონში დაჭრეს, მიყენებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა. ამ მამაცმა დასავლეთ ვირჯინიელებმა სიცოცხლე შესწირეს სამშობლოს სამსახურს. გამოძიების გაგრძელებისას ჩვენ მუდმივ კონტაქტზე ვართ ფედერალურ ჩინოვნიკებთან. მთელი ჩვენი შტატი გლოვობს. დასავლეთ ვირჯინია არასდროს დაივიწყებს მათ სამსახურს და მათ მსხვერპლს და ჩვენ მოვითხოვთ სრულ პასუხისმგებლობას ამ საშინელი აქტისთვის”, – აცხადებს ის.




