გუბანოვამ ოლიმპიადის ლიცენზია მოიპოვა

დღეს, ჩინეთის დედაქალაქ პეკინში ქალთა შორის ფიგურულ ციგურაობაში მედლების კომპლექტი გათამაშდა და კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ღირებულების ოლიმპიური ლიცენზიები ზამთრის 2026 წლის მილანის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის მისაღებად. საქართველოს ნაკრების წევრმა ანასტასია გუბანოვამ ტექნიკურად უშეცდომოდ, მაღალი კომპონენტური მაჩვენებლებით შეასრულა თავისუფალი პროგრამა, რომელიც თამამად შეიძლება ჩაითვალოს პროგრამის ერთ-ერთ საუკეთესო პრეზენტაციად მის კარიერაში.
ორი პროგრამის ჯამში 206,23 ქულით ანასტასია გუბანოვამ ვერცხლოს მედალი დაიმსახურა და საქართველოსთვის მოიპოვა კიდევ ერთი ოლიმპიური ლიცენზია. საქართველოს ნაკრებს უკვე ლიცენზიების სრული კომპლექტი აქვს ოთხივე კატეგორიაში, რაც მას უფლებას აძლევს 2026 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე იასპარეზოს ინდივიდუალური გამოსვლების ოთხივე კატეგორიაში. ამასთან, საქართველოს ნაკრების წევრების მიერ მოპოვებული ლიცენზიების რაოდენობისა და მსოფლიო გუნდური რეიტინგის გათვალსიწინებით, ჩვენი ნაკრები დიდი ალბათობით მოიპოვებს კიდევ ერთ საგზურს ოლიმპიადის გუნდურ ასპარეზობაში მონაწილეობის მისაღებად.
წყარო: Georgian Figure Skating Federation
საქართველო პირველად უმასპინძლებს ჩელენჯერის სერიის საერთაშორისო ტურნირს
ისტორიაში პირველად საქართველოს ფიგურული ციგურაობის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე იასპარეზებს
საქართველოს ნაკრების წევრთა ოლიმპიური ლიცენზიები ფიგურულ ციგურაობაში
ანასტასია გუბანოვა ევროპის ჩემპიონატზე მოკლე პოგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა წლის საუკეთესო სპორტსმენებად ლაშა ტალახაძე და ანასტასია გუბანოვა დაასახელა
ანასტასია გუბანოვამ ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა [VIDEO]
ანასტასია გუბანოვა გრან პრიზე პირველი დღის შემდეგ მეორე ადგილზეა
ანასტასია გუბანოვა გრან პრიზე პირველი დღის შემდეგ მეორე ადგილზეა
გუბანოვას ვერცხლი – ზედიზედ მესამე მედალი ევროპის ჩემპიონატზე