გრძნობათა ეს ბუკეტი დაეუფლა შიგ-ევროპულ საზოგადოებას ევროპელი სტუმრის მიმართ

„რატომ არ დარჩა “კრება მხიარული” – რამ გამოიწვია გაშმაგებული რეაქცია ოპოზიციის რიგებში?“ – წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი, რითაც ევროსაბჭოს გენერალური მდივნის, ალენ ბერსეს საქართველოში ვიზიტის შედეგებით უკმაყოფილო ოპოზიციის წევრების განცხადებებს ეხმიანება.
მისივე თქმით, რადიკალური ოპოზიცია უკმაყოფილოა იმით, რომ ალან ბარსემ ეჭვქვეშ არ დააყენა საქართველოს ხელისუფლების ევროინტეგრაციისკენ მისწრაფება.
„რატომ არ დარჩა “კრება მხიარული” – რამ გამოიწვია გაშმაგებული რეაქცია ოპოზიციის რიგებში? განვიხილოთ ევროსაბჭოს გენერალური მდივნის, ალან ბერსეს ვიზიტის, მის მიერვე გაჟღერებული ძირითადი შემაჯამებელი გზავნილები:
აუცილებლად უნდა იყოს დაცული ადამიანის ფუნდამენტური უფლებები – ვუერთდები მის ამ მოწოდებას. მით უმეტეს, რომ ამ უფლებების დაცვაზე პასუხისმგებლობას ალან ბერსე აკისრებს ქვეყნის არჩეულ, ანუ ლეგიტიმურ ხელისუფლებას.
ადმინისტრაციული (და არა სისხლის-სამართლებრივი) წესით დაკავებული და რიგ შემთხვევაში, გზააბნეული ადამიანები ახალ წელს შეხვდებიან საკუთარ სახლებში, რაც სავსებით ჯდება ჯანსაღი კომპრომისების ფორმატში.
საზოგადოებაში პოლარიზაციის დაძლევის მიზნით ალან ბერსემ ორივე მხარეს მოუწოდა დიალოგისთვის: ხელისუფლებასაც და ოპოზიციასაც – რაც უკვე გახდა ამ მაღალი რანგის ევროჩინოვნიკის დაცინვის და შეურაცხყოფის საგანი ჩვენი შიგ-ევროპელების მხრიდან.
არანაირი “რუსული” (რაც არც ერთხელ არ უხსენებია ალან ბერსეს), არამედ გამჭვირვალობის კანონი – არც გაწვეული იქნება და არც გაუქმებული, არამედ ვენეციის კომისიის წევრების მონაწილეობით იქნება სახეშეცვლილი. როგორ და რა მიმართულებით – სამუშაო პროცესის დროს შევიტყობთ. იმედია, ასევე ჯანსაღი კომპრომისების ფორმატში.
დაუფარავი გაღიზიანება, უკიდეგანო იმედგაცრუება, სასოწარკვეთილება, ანტიდასავლური რიტორიკა, დემოკრატიის უკუსვლა, შეშფოთებული აღშფოთება – გრძნობათა ეს ბუკეტი დაეუფლა შიგ-ევროპულ საზოგადოებას ამ მაღალი ევროპელი სტუმრის მიმართ, რომელმაც კიდევ ერთხელ დაადასტურა ქვეყნის ლეგიტიმური ხელისუფლების ევროინტეგრაციის მიმართ ურყევი მისწრაფება. ასე იცის “ჩელიაბინსკმა”…“ – წერს დავით ქართველიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

თუ არ გინდა, „ქართული ოცნება“ დარჩეს ხელისუფლებაში და ითხოვ რიგგარეშე არჩევნებს, ესე იგი გინდა, „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ ოთხი პარტია მოვიდეს ხელისუფლებაში, მწამებლები, მკვლელები და რეკეტიორები, ორჯერ ორი ოთხია

როგორც ენჯეოების საქმიანობა არის გაუმჭვირვალე, ასევე ფონდების საქმიანობაც იყო სრულიად გაუმჭვირვალე, პროკურატურას შეუძლია, დაადგინოს, იკვეთება თუ არა დანაშაულის ნიშნები კონკრეტული ფონდის საქმიანობაში, ამიტომ წინ ნუ გაუსწრებენ მოვლენებს ნურც ფონდის მმართველები და ნურც სხვები

ერთადერთი ქვეყანა ვართ, სადაც 300 კაცს შეუძლია, გადაკეტოს ქვეყნის ცენტრალური გამზირი და ამაზე ადმინისტრაციული სანქციაც არ უნდა დააწესო თან, ყველაფერი შესაბამისობაშია სამართლებრივ პრინციპებთან, არავის გავუტარებთ ლიბერალური ფაშიზმის წარმატების მცდელობას ჩვენს ქვეყანაში