,,გრძელი როქის დრო აღარაა, მოვიგოთ შამათით და დავიბრუნოთ აბრეშუმის გზის დიდება!” – ლალი მოროშკინა

ჟურნალისტი ლალი მოროშკინა:
,,ხოდა რისი თქმა მინდა ამ პირველ სექტემბერს.
კარგად გავიარეთ რთული პერიოდი და ტურბულენტობა, გავუძელით “ოპოებით” და “ასოებით” გამოწვეულ ტექტონიკურ რყევებს.
ამასობაში მსოფლიო გადაჯგუფდა-გადმოჯგუფდა და მივიღეთ
ერთი უსულო ურსულა – ევროპა და სულიერი ჩაინა & CO, საბოლოდ წელში გამართული რუსული დათვი და ხელებდალურჯებული, ათუ მკვდრებში,ათუ ცოცხლებში ჩაკარგული ჟღალი მიმინო …
ამოცანა გვეკითხება:
სად ვართ ჩვენ, ანუ ვინ ვარ მე?
ნაცარქექიის ვერსიას თუ მივყვებით, რომელიც არც თუ ურიგოა, დევებს რაზე “ვეკაჩაოდ”,თუ შესაძლებელია ბუხართან მწყაზრად, ნაცრის ჩიჩქვნა გავაგრძელოთ?
მაგრამ!
როგორც საქართველოს დატყვევებული “უსინდისი” იტყოდა:
-ნურას უკაცრავად!
არავინ “გვაქექინებს” ნაცარს სამისდღემჩიოდ.
შესაბამისად,
არჩევანის დრო გვიახლოვდება.
ფილიგრანული აზროვნება, დავითისეული მძიმე ხელი და თამარისეული დიპლომატია გვწყურია.
ღმერთმა მოგვმადლა საამაყო ისტორიული მაგალითები, შესაბამისად ისღა დაგვრჩენია ამოვიღოთ თავები ამ უაზრო ჩათჯიპიქლიავობიდან, მოვუხმოთ წინაპართა ცოდნას.
გრძელი როქის დრო აღარაა, მოვიგოთ შამათით და დავიბრუნოთ აბრეშუმის გზის დიდება!
P.S. იმედია გამომწერებში ისეთი სულელი არავინ მყავს, რომ იკითხოს:
4 ოქტომბერს დაგვამხობენ?”

ასევე დაგაინტერესებთ

„ოპოზიციის ალიანსი“ – რეჟიმის წინააღმდეგ საერთაშორისო განაჩენი გამოტანილია – ახლა ჩვენი ვალია, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ერთიანობით განაჩენი მოვიყვანოთ სისრულეში, ივანიშვილი მოვიშოროთ მშვიდობიანად და დავიბრუნოთ ქვეყანა

საბა ბრაჭველი: ასეთი სირცხვილი საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს მთავრობისთვის პირველია. ერთადერთი, იმედს ვიტოვებ, ოცნების ჭკვიანები ამ ანგარიშის ავტორებს არ დააკავებენ ლეგიტიმურობაში ეჭვის შეტანის გამო