გრძელდება შეკვეთილი კამპანია საქართველოს წინააღმდეგ – არჩილ თალაკვაძე

როგორც ჩანს არის კონტრაქტები, რომელიც ჯერ არ ამოწურულა და ამ კონტრაქტის ფარგლებში კიდევ რამდენიმე სტატია გამოჩნდება, თუმცა, ეს რეალობას უკვე მოწყვეტილია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
„გრძელდება შეკვეთილი კამპანია საქართველოს წინააღმდეგ. წინა თვეებში -მა პირდაპირ გამოაქვეყნა დოკუმენტები, სადაც გამოჩნდა, რომ სააკაშვილის გარემოცვას ასობით ათასი, მილიონამდე დოლარი ჰქონდა გადახდილი იმისთვის, რომ საქართველოს იმიჯი საერთაშორისო მასშტაბით გაეშავებინათ. ამ კონტრაქტში შედიოდა სწორედ სხვადასხვა სპიკერის დაქირავება, სტატიები, გადაცემები. როგორც ჩანს არის კონტრაქტები, რომელიც ჯერ არ ამოწურულა და ამ კონტრაქტის ფარგლებში კიდევ რამდენიმე სტატია გამოჩნდება, თუმცა, ეს რეალობას უკვე მოწყვეტილია“,- აღნიშნა თალაკვაძემ.
„პატიმარი და ოლიგარქი – ბრძოლა საქართველოს მომავლისთვის“ – ამ სათაურით The Economist-ში გამოქვეყნდა სტატია, რომლის ავტორიც, მკითხველს მხოლოდ იმ ინფორმაციას უყვება, რომელიც მიხეილ სააკაშვილის მხარემ მიაწოდა. გავრცელებული ინფორმაციით, ჟურნალისტი იანვარში საქართველოში იმყოფებოდა და შეხვედრები გამართა, მათ შორის, ცენტრ „ემპათიის“ ხელმძღვანელთან, მარიამ ჯიშკარიანთან.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკოლოზ სამხარაძე: საკმაოდ რთულია იმის პროგნოზირება, თუ ვინ მოიგებს არჩევნებს იმდენად მცირეა სხვაობა კონკურენტებს შორის- ეს არის ერთ-ერთი ყველაზე კონკურენტუნარიანი არჩევნები უნგრეთის უახლეს ისტორიაში

ასეთ დროს, შეტევის ობიექტი აღარ არის ხელისუფლება, როგორც პოლიტიკური მოწინააღმდეგე; შეტევის სამიზნე ხდება თავად საქართველო – მისი საერთაშორისო იმიჯი და პოზიცია, მისი ურთიერთობები ვაშინგტონთან და თელ-ავივთან, მისი რეპუტაცია, როგორც საიმედო პარტნიორის