გრძელდება საჰაერო თავდასხმები უკრაინაზე, მათ შორის კიევზე

15 და 16 დეკემბერს ც და ც იუწყებოდნენ, რომ ჩამოაგდეს მოწინააღმდეგის ათობით დრონი – უკრაინაში, რუსეთის მიერ ოკუპირებული ს თავზე, სამხრეთის და აღმოსავლეთის რეგიონებში და კიევში. უკრაინა აცხადებს, რომ რუსეთის შეტევის სამიზნე სამოქალაქო ობიექტები იყო.
უკრაინის პრეზიდენტის, ს განცხადებით, უკრაინა აპირებს მხარდაჭერის მობილიზაციას და “პარტნიორებთან თანამშრომლობას უკრაინის თავდაცვაში ერთიანობის შესანარჩუნებლად”, იმ ფონზე, როცა -ის და ევროკავშირის მხრიდან უკრაინის დაფინანსების პროცესს მზარდი წინაღობები ექმნება, უკრაინაში რუსეთის შეჭრით დაწყებული ომის 22-ე თვეში.
ს მერმა, ვიტალი კლიჩკომ ქალაქის მცხოვრებთ მოუწოდა თავშესაფრებში დარჩნენ, 15 დეკემბერს, ღამით დედაქალაქში ისმოდა გამაფრთხილებელი სიგნალის ხმა. კიევის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერჰი პოპკომ მოგვიანებით განაცხადა, რომ მსხვერპლი არ არის და ქალაქს მცირედი ზიანი მიადგა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 15 დეკემბერს განაცხადა, რომ მისმა ძალებმა ჩამოაგდეს უკრაინის 26 დრონი, ოკუპირებული ყირიმის თავზე.
უკრაინის გენერალური შტაბი აცხადებს, რომ ღამის განმავლობაში გაანადგურა რუსეთის 31 დრონი, საერთო ანგარიშით გაშვებული 32 საფრენი აპარატიდან.
უკრაინის აღმოსავლეთსა და სამხრეთაღმოსავლეთში გრძელდება ინტენსიური შეტაკებები.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკა გვარამია – გამოდიან მოლაპარაკებაზე ივანიშვილისგან, რომ კობახიძე და დღევანდელი მთავრობა გაქრება პოლიტიკური სპექტრიდან, თუ ოპოზიცია თანახმა იქნება, დაჯდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან – ეს სიგნალი ქვეყნის ფარგლებში არ ყოფილა

მამუკა ხაზარაძე ახალი არჩევნების მისაღწევად 5-პუნქტიან გეგმას ასახელებს, მათ შორის არის ოპოზიციის მხრიდან არჩეული პარლამენტის წევრების მიერ “სახალხო პარლამენტის” ფორმირება და თავმჯდომარედ პრეზიდენტის მოწვევა