გრძელდება მწვავე ბრძოლები ღაზის სექტორის სამხრეთში მდებარე ქალაქ ხან-იუნისში

2 იანვარს მწვავე ბრძოლების შესახებ იტყობინებიან ღაზის სექტორის სამხრეთში მდებარე ქალაქ ხან-იუნისიდან. მანამდე ისრაელმა გამოაცხადა, რომ ათასობით ჯარისკაცი გაჰყავს სხვა რეგიონებიდან. ჯარების გაყვანა სავარაუდოდ მიანიშნებს, რომ სუსტდება საჰაერო და სახმელეთო ოპერაციები, რომლებმაც მძიმე შედეგი მოუტანა ჰამასის კონტროლქვეშ მყოფ ღაზას.
ს პრემიერ-მინისტრმა მ პირობა დადო, რომ ომს მანამდე გააგრძელებს, სანამ ჰამასი განადგურდება და გაათავისუფლებენ 100-ზე მეტ მძევალს, რომლებიც ჯერაც რჩებიან ჰამასის ტყვეობაში. ჰამასი -სა და ევროკავშირში ტერორისტულ ორგანიზაციად არის მიჩნეული.
31 დეკემბერს ნეთანიაჰუმ პირობა დადო, რომ კვლავ ს კონტროლს დაუქვემდებარებს ღაზის სექტორსა და ეგვიპტეს შორის საზღვარს. ამით ფართოვდება ისრაელის მისია, რომელიც აღარ შემოიფარგლება ჰამასის ლიკვიდაციით. პრემიერ-მინისტრის თქმით, ღაზაში ომი „კიდევ მრავალ თვეს გასტანს“.
ისრაელის არმიამ ჰამასის პოტენციალის ლიკვიდაციის მიზნით ღაზის სექტორში სამხედრო ოპერაცია დაიწყო მას შემდეგ, რაც ექსტრემისტული ორგანიზაცია 7 ოქტომბერს თავს დაესხა ისრაელს. ამ თავდასხმისას ისრაელში დაიღუპა 1200-მდე ადამიანი, მათ შორის 850 სამოქალაქო პირი. ჯიჰადისტებმა 250-მდე ადამიანი აიყვანეს მძევლად.
ჰამასის კონტროლქვეშ მყოფი ღაზის ჯანდაცვის უწყების თანახმად, ისრაელის იერიშების შედეგად ღაზაში დაღუპულია თითქმის 22 ათასამდე ადამიანი. მათ დიდ ნაწილს ქალები და ბავშვები შეადგენენ.
დაწერეთ კომენტარი