გრილიში შესაძლოა, პრემიერ ლიგის ბინადარ სხვა კლუბში გადავიდეს

GiveMeSport-ის ინფორმაციით, “ტოტენჰემი” სიტის” 29 წლის შემტევის ჯეკ გრილიშის შეძენას გეგმავს. თავის მხრივ, სასურველი შეთავაზების მიღების შემთხვევაში, ფეხბურთელის გაშვებაზე უარს არც მანჩესტერული გუნდი იტყვის.
ფეხბურთელის ამჟამინდელი შრომითი ხელშეკრულება “ქალაქელებთან” 2027 წლის 30 ივნისამდეა. Transfermarkt მას 35 მილიონ ევროდ აფასებს.
ჯეკ გრილიშმა მიმდინარე სეზონში მანჩესტერ “სიტის” მაისურით 27 მატჩი ჩაატარა, გაიტანა ორი გოლი და მიითვალა 5 საგოლე გადაცემა.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში