გრიზმანმა წასვლა გადაიფიქრა და “ატლეტიკოში” დარჩენა სურს

“ატლეტიკოს” ერთ-ერთმა ლიდერმა ანტუან გრიზმანმა “როხიბლანკოდან” წასვლა გადაიფიქრა, ამის შესახებ ინფორმაციას As-ი ავრცელებს.
წყაროს ცნობით, სანაკრებო პაუზის დროს კლუბმა და ფეხბურთელმა მოილაპარაკეს, რომ ზაფხულში მოლაპარაკებების მაგიდას მიუსხდებიან და ახალ ხელშეკრულებაზე ისაუბრებენ.
გრიზმანს “ატლეტიკოსთან” მიმდინარე კონტრაქტი 2026 წლის ივნისში ეწურება.
2024/2025 წლების სეზონის დაწყების წინ აქტიურად იწერებოდა, რომ ანტუანი “ინდიელების” რიგებში ბოლო სეზონს ჩაატარებდა და კარიერას MLS-ში გააგრძელებდა.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში