უკრაინის ცენტრალურმა ბანკმა მიმდინარე წლის 10 თვეში გრივნას გაცვლითი კურსის დასაჭერად $26.9 მილიარდი დოლარი გაყიდა.
ცენტრალური ბანკის ინფორმაციით, ინტერვენციების საჭიროება ყველაზე მაღალი ოქტომბერში იყო, როდესაც ჯამში გაყიდვებმა 3.4 მილიარდი დოლარი შეადგინა.
უკრაინის ცენტრალურმა ბანკმა ომის დაწყების შემდეგ ფიქსირებული სავალუტო რეჟიმი შემოიღო. 2022 წლის თებერვლიდან 2022 წლის ივნისამდე ერთი დოლარი 29.6 გრივნა ღირდა. შემდეგ პერიოდში, 2022 წლის ივნისიდან 2023 წლის სექტემბრის ჩათვლით კი კურსი დოლართან 36.97 გრივნა იყო. 2023 წლის ოქტომბრიდან ცენტრალურმა ბანკმა განაცხადა, რომ გრივნას თავისუფალი ცურვის რეჟიმში გაუშვებდა და ინტერვენციებს მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში განახორციელებდა.
დღევანდელი მდგომარეობით უკრაინის ცენტრალური ბანკის სავალუტო რეზერვების მოცულობა 36.6 მილიარდ დოლარს შეადგენს.