გრიგორი კარასინი აფხაზეთისა და ცხინვალის შესახებ ირაკლი კობახიძის განცხადებაზე – საქართველოს პრემიერისთვის მთავარია, კანონით განსაზღვრული იყვნენ ის ადამიანები, რომლებსაც უცხო სახელმწიფოები არჩენენ – დანარჩენი ეშმაკისეული მსჯელობაა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადება სა და სამხრეთ ოსეთის საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნებასა და 2030 წელს ევროკავშირში გაწევრიანების გეგმების შესახებ მხოლოდ მსჯელობაა, მისთვის ახლა მთავარია მიაღწიოს უცხოური აგენტების შესახებ კანონის მიღებას, – ამის შესახებ ს ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელმა, გრიგორი კარასინმა რუსულ მედიასთან საუბარში განაცხადა.
„ვერავინ აუკრძალავთ მსჯელობას იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ იცხოვრებს საქართველო 2030 წელს. მათ სურთ აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ერთ სახელმწიფოში ცხოვრება, ან შესაძლოა სხვა სახელმწიფოებთან – ეს მხოლოდ მსჯელობაა. ახლა საქართველოს პრემიერისთვის მთავარია, კანონით განსაზღვრული იყვნენ ის ადამიანები, რომლებსაც არჩენენ უცხო სახელმწიფოები და ჩართულები არიან პოლიტიკურ და საინფორმაციო საქმიანობაში. ჩვენ აქედან უნდა ამოვიდეთ, დანარჩენი ეშმაკისეული მსჯელობაა“, – აღნიშნა კარასინმა.
მისი თქმით, პოლიტიკოსებს აქვთ მსჯელობის უფლება და პრემიერ საც აქვს ასეთი უფლება.
„ამ საკმაოდ რთულ ვითარებაში გამოვყოფ იმ ფაქტს, რომ ის ბრძოლაშია სალომე ზურაბიშვილთან, რომელიც აშკარად, გასაგები მიზეზების გამო, იკავებს დასავლური უმცირესობის და, უფრო კონკრეტულად, ევროკავშირის და სხვა დასავლური ქვეყნების პოზიციას, რათა დაამარცხონ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება“, – განაცხადა კარასინმა.
შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მ საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ „აღთქმული მიწა“, ანუ ქართული ოცნებაა, „საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან 40 წლის თავზე – 2030 წელს ვიცხოვროთ ერთიან და ძლიერ საქართველოში ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან და დებთან ერთად, ერთიანი და ძლიერი საქართველო უნდა გახდეს 2030 წელს ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი”.