მარტის აქციების შემდეგ დაკავებული ბექა გრიგორიადისის დედის, თამთა კალანდაძის ინფორმაციით, მის ადვოკატს შეატყობინეს, რომ მოსამართლე ზვიად შარაძე შვებულებაში გავიდა, რის გამოც, 26 თებერვალს ჩანიშნული დასკვნითი სხდომა აღარ გაიმართება.
“რამდენიმე წუთის წინ დაგვირეკა ადვოკატმა, ლაზარეს სასამართლო პროცესი გადაიდო, მოსამართლე შვებულებაშია…” – წერს კალანდაძე Facebook-ზე.
ტაბულასთან საუბრისას გრიგორიადისის დედამ აღნიშნა, რომ ჯერჯერობით უცნობია სხდომის ახალი თარიღი, მაგრამ ადვოკატებს უკვე შეატყობინეს, რომ 29 თებერვალს მოსამართლე შარაძეს სხვა პროცესი აქვს ჩანიშნული, შესაბამისად, შვებულებიდან უკვე დაბრუნებული იქნება.
ლაზარეს სასამართლო პროცესის დასკვნითი სხდომა ორშაბათს, 26 თებერვალს უნდა გამართულიყო.
პოლიციამ 21 წლის ლაზარე გრიგორიადისი 2023 წლის 29 მარტს დააკავა. პროკურატურის მტკიცებით, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებზე გრიგორიადისმა შს სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების მიმართულებით ორჯერ ისროლა ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი.