გრიგორიადისის საქმეზე დასკვნითი სხდომა კიდევ ერთხელ გადაიდო და 8 აპრილს გაიმართება

ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე სასამართლოს დასკვნითი სხდომა კიდევ ერთხელ გადაიდო და 8 აპრილს, 14:30 საათზე გაიმართება.
საქმის მოსამართლის, ზვიად შარაძის თქმით, დასკვნით სიტყვებს დღევანდელ პროცესზე არ მოისმენს, რადგან მას გრიგორიადისი არ ესწრება. მისივე განმარტებით, იმის გამო, რომ არ არსებობს ბრალდებულის ონლაინ ჩართვის საფუძველი, ის სხდომას ფიზიკურად უნდა დაესწროს და დასკვნითი სიტყვა ისე წარმოთქვას.
თავდაპირველად, საბოლოო პროცესი 26 თებერვალს იყო ჩანიშნული, თუმცა მოსამართლის შვებულებაში ყოფნის გამო გადაიდო. მოგვიანებით დასკვნითი სხდომა 28 მარტს ჩაინიშნა.
პოლიციამ 21 წლის 2023 წლის 29 მარტს დააკავა. პროკურატურის მტკიცებით, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებზე გრიგორიადისმა შს სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების მიმართულებით ორჯერ ისროლა ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი.