ლაზარე გრიგორიადისის საქმის სასამართლოს დასკვნითი პროცესი კიდევ ერთხელ გადაიდო. გრიგორიადისის დედის, თამთა კალანდაძის თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება ძალის დემონსტრირებას ისახავს მიზნად.
“ლაზარემ მითხრა, რომ იძაბება, როდესაც ხედავს ბევრ ხალხს და თავისი აზრის დაფიქსირება რომ უნდა, გონება ეფანტება. ამიტომ, გადაწყვიტა, და მგონი ჰქონდა უფლება, რომ ჩართულიყო ონლაინ. მაგრამ ჩვენმა მოსამართლემ გადაწყვიტა ისე, როგორც გადაწყვიტა და დაველოდებით ახლა 8 აპრილს.
აღნიშნული ემსახურება იმას, რომ ყოველთვის გვაჩვენონ, რომ “ჩვენ თქვენზე მაღლა ვდგავართ და ჩვენ როგორც ვიტყვით, ისე იქნება”
მე არ ვიცი რა გადაწყვეტილებას მიიღებს მოსამართლე, დაველოდოთ 8 აპრილს. თუმცა, თუ იქნება გამამტყუნებელი განაჩენი, აუცილებლად მივმართავთ ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს.” – თქვა კალანდაძემ.
დღეს, 28 მარტს ლაზარე გრიგორიადისის საქმის სასამართლოს დასკვნითი პროცესი კიდევ გადაიდო და 8 აპრილს, 14:30 საათზე გაიმართება.