გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტები თბილისის 221-ე საჯარო მეგასკოლასა და კერძო სკოლა „ლილეს“ ესტუმრნენ და მოსწავლეებს სწავლის დასრულება და ბოლო ზარი მიულოცეს. ინფორმაციას ამის შესახებ გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, პარტნიორ სკოლებში სტუდენტების სტუმრობა და საერთო სიხარულის გაზიარება სხვა მხრივაც მნიშვნელოვანი იყო მოსწავლეებისათვის. გრუნის სტუდენტებმა კურსდამთავრებულებთან სამომავლო გეგმების შესახებაც ისაუბრეს, თავიანთი გამოცდილება გაუზიარეს მათ, სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.
„ამით კი, ეს მეტად მნიშვნელოვანი დღე უფრო სახალისო და დასამახსოვრებელი გახადეს. შეხვედრა მეგობრულ და თბილ გარემოში წარიმართა. გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი მოხარულია, რომ ამ განსაკუთრებული დღის ნაწილი გახდა და კიდევ ერთხელ ულოცავს მოსწავლეებს ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყებას!“- ნათქვამია ინფორმაციაში.
