გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მედიცინის პროგრამის სტუდენტებმა სტაჟირება აშშ-ში გაიარეს

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ფინანსური მხარდაჭერით, მედიცინის საგანმანათლებლო პროგრამის მესამე კურსის სტუდენტებმა, მიხეილ ყარმაზანაშვილმა და დავით დანელიამ, ერთი თვის განმავლობაში ნეიროქირურგიის როტაცია აშშ-ში მიჩიგანის ერთ-ერთ დიდ ჰოსპიტალში გაიარეს.
გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ინფორმაციით, სტუდენტებმა შეიძინეს ფასდაუდებელი კლინიკური გამოცდილება, შეისწავლეს თანამედროვე ნეიროქირურგიული ტექნოლოგიები, ცოდნა გაიღრმავეს და ნეიროქირურგიულ დისციპლინაში უნარები გაიფართოვეს.
ინფორმაციის მიხედვით, როტაციის წარმატებით დასრულების შემდეგ, სტუდენტებმა მიიღეს Dr. Zamorano-ს სარეკომენდაციო წერილები, რაც უდიდესი აღიარება და განსაკუთრებული შესაძლებლობაა მათი სამომავლო კარიერული განვითარებისთვის.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი სიორიძე – იმისთვის, რომ არჩევნებით დაამარცხო რეჟიმი, საჭიროა, არა უმრავლესობით მოგება, არამედ დამთრგუნველი, წამლეკავი უმრავლესობით მოგება – ვინც არჩევნებთან მიმართებით ნიჰილიზმს თესავს, ივანიშვილს დიდ საჩუქარს უკეთებს