გრიგოლ ლილუაშვილს თავს დამნაშავედ არ ცნობს – ამბობს ადვოკატი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილ უფროსს, გრიგოლ ლილუაშვილს ბრალი წაუყენეს. მისი ადვოკატი, რობერტ გრიგალაშვილი ამბობს, რომ ჯერ საქმის მასალებს არ გაცნობიან.
„აღნიშნულ ბრალდებაში ბატონი გრიგოლი თავს დამნაშავედ არ ცნობს… საქმის მასალები რომ გადმოგვეცემა და შევისწავლით, შემდეგ გვექნება პოზიცია… ბატონ გრიგოლს მიაჩნია, რომ არ შეიძლება მის წინააღმდეგ იყოს პირდაპირი მტკიცებულებები ამ ბრალდებაში არსებულ გარემოებებზე…
მე როგორც ვისი, [ამოღებულია] მისი პირადი მონაცემებია, ოჯახთან დაკავშირებული და არაფერი კანონსაწინააღმდეგო… არ ვუშვებ, რომ მისი სახლიდან ამოღებული მასალა იქნება მის წინააღმდეგ გამოყენებული… რამდენჯერ აგიხსენით, ეს არის მისი პირადი, ოჯახთან დაკავშირებული. არა სუსში საქმიანობასთან დაკავშირებული“, – ამბობს ადვოკატი.
მისივე თქმით, სასამართლო სხდომაზე მოითხოვენ აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას.
გრიგოლ ლილუაშვილი დღეს, 23 დეკემბერს, დილით, პროკურატურის შენობაში დააკავეს, მას შემდეგ, რაც ის გამოკითხვაზე მივიდა. მას ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას გულისხმობს და სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მისი დაკავების შესახებ საზოგადოებამ გენერალური პროკურორის, გიორგი გვარაკიძის ბრიფინგიდან შეიტყო. მისი თქმით, სუსის ყოფილ მაღალჩინოსანს ედავებიან ოთ ეპიზოდს.
ბრალდების მიხედვით:
· ქარის ელექტროსადგურების მშენებლობის ლობირებისთვის 2022 წლის ოქტომბერში თურქი ინვესტორი ჩაღათაი ულქერისგან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის იმჟამინდელი პირველი მოადგილის, რომეო მიქაუტაძის მეშვეობით $1 მლნ-ის აღებას;
· გაზიფიკაციის ტენდერებში დახმარების სანაცვლოდ 2022 წლის თებერვლის თვეში, ამ შემთხვევაშიც რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კომპანია „ექსპრესსერვისი 2008-ის“ დამფუძნებელ გიორგი ხაჟალიასგან აიღო 1,5 მლნ ლარი;
· 2021-2023 წლებში დანაშაულებრივი „ქოლ-ცენტრების“ მფარველობა, საიდანაც ნათესავის, სანდრო ლილუაშვილის დახმარებით მიიღო $1 365 000;
· ქრთამის სანაცვლოდ მფარველობდა თბილისის მერიის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ყოფილი დირექტორს, კახა გვანცელაძეს, რომელიც ბაღების შესყიდვებიდან დიდი ოდენობის „ატკატებს“ იღებდა.
„ეტყობა რაღაც დეტალები აინტერესებთ რაღაც საქმეზე, მართლა არ ვიცი, რა საქმეა… ჩვენება არ მიმიცია არასოდეს, პირველად ვარ“, – განაცხადა ლილუაშვილმა პროკურატურაში გამოკითხვაზე შესვლამდე. ჟურნალისტების შეკითხვაზე შეიძლება დააკავონ თუ არა ლილუაშვილმა თქვა, რომ „ღვთის ნებაა ყველაფერი. ვერაფერს ვერ გამოვრიცხავ“.
17 ოქტომბერს პროკურატურამ ინფორმაცია გაავრცელა ყოფილი პრემიერის, ს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილისა და ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის საცხოვრებელი ბინების გაჩხრეკის შესახებ.
სუსის ხელმძღვანელის თანამდებობა გრიგოლ ლილუაშვილმა მიმდინარე წლის 2 აპრილს დატოვა. თავდაპირველად ითქვა, რომ რეგიონული განვითარების მინისტრად ნიშნავდნენ, 4 აპრილს კი ცნობილი გახდა, რომ ეს გადაწყვეტილება შეიცვალა.
მოგვიანებით, დააკავეს გრიგოლ ლილუაშვილის გარემოცვის წევრები და მისი ნათესავები:
ასევე ნახეთ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავი ბიჭიკო პაიკიძე ესპანეთში დააკავეს