გრიგოლ ლილუაშვილი – თუ მტკიცებულებათა ერთობლიობა არ გაძლევს საშუალებას, ძნელია თეთრი სახლის რომელიმე ჩინოვნიკის მიერ გაცხადებული სიტყვიერი ინფორმაციის საფუძველზე ფარცხალაძეს ან ნებისმიერ პირს წაუყენო ბრალი ჯაშუშობაში – წარმოუდგენელია

თუ მტკიცებულებათა ერთობლიობა არ გაძლევს საშუალებას, ძნელია თეთრი სახლის რომელიმე ჩინოვნიკის მიერ გაცხადებული სიტყვიერი ინფორმაციის საფუძველზე ფარცხალაძეს ან ნებისმიერ პირს წაუყენო ბრალი ჯაშუშობაში, წარმოუდგენელია – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, გრიგოლ ლილუაშვილმა ჟურნალისტებთან მოსამართლე ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
ლილუაშვილის თქმით, წერილობით უამრავი შეკითხვა იქნა გაგზავნილი ამერიკულ მხარესთან, თუმცა პასუხი არ ყოფილა, შესაბამისად, ჩაითვალა, რომ ფარცხალაძესთან დაკავშირებით განცხადებას ჰქონდა მხოლოდ პოლიტიკური ხასიათი.
„საქართველოში მოქმედებს მტკიცებულებათა გამოძიების უმაღლესი სტანდარტი, სასამართლო შეჯიბრებითობის პრინციპი მიდის და იქ პოზიციების დაცვა უწევს. ასეთ მძიმე დანაშაულში სისხლის სამართლებრივი დევნის განხორციელება, პირზე ბრალის წაყენება, მოითხოვს სტანდარტის უმაღლეს დონეს. თუკი ეს სტანდარტი არა გაქვს, მტკიცებულებათა ერთობლიობა თუ არ გაძლევს ამის საშუალებას, ძალიან ძნელია ამ გზაზე წახვიდე და ფარცხალაძეს ან ნებისმიერ პირს თეთრი სახლის რომელიმე ჩინოვნიკის მიერ განცხადებული სიტყვიერი ინფორმაციის საფუძველზე წაუყენო ბრალი ჯაშუშობაში. ეს არის წარმოუდგენელი.
წერილობით უამრავი შეკითხვაა გაგზავნილი როგორც გენერალური პროკურატურისგან, ასევე იუსტიციის სამინისტროსგან, ასევე საგარეო საქმეთა სამინისტროსგან და პასუხი არ მოგვივიდა. ეს ჩაითვალა იმ გარემოებად, რომ განცხადებას ჰქონდა მხოლოდ პოლიტიკური ხასიათი. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენს პარტნიორ კოლეგებთან მჭიდრო თანამშრომლობის ფონზე წარმოუდგენლად მიმაჩნია, რომ რამე სამხილი ყოფილიყო და მათ ჩვენთვის არ გაეზიარებინათ“, – განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა.
ცნობისთვის, -მა საქართველოს ყოფილ გენერალურ პროკურორს ოთარ ფარცხალაძეს სანქციები დაუწესა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ოთარ ფარცხალაძეს ქართველ-რუს ოლიგარქად მოიხსენიებს, რომელთანაც ს უშიშროების ფედერალური სამსახური (“ეფესბე”) მუშაობდა, რათა რუსეთის სასარგებლოდ ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე გავლენა მოეხდინა.
თავის მხრივ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ამერიკის შეერთებული შტატების მიერ საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის დასანქცირების საკითხის შესწავლა დაიწყო.
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადების საფუძველზე, სუს-ში საკითხის შესწავლა 15 სექტემბერს დაიწყო, ხოლო გამოძიება 19 სექტემბერს, სსკ-ის 319-ე მუხლით.

ასევე დაგაინტერესებთ