საქართველოს გენერალურ პროკურატურაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი გამოკითხვაზე მივიდა. მისი განცხადებით, მას არ აქვს ინფორმაცია, თუ რომელ კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით არის დაბარებული.
ლილუაშვილის თქმით, ის ჩვენებას პირველად აძლევს და გამოძიების დეტალებზე ვერ საუბრობს. „როცა დამიბარეს, მოვედი. არ ვიცი არაფერი, ეტყობა რაღაც დეტალები აინტერესებთ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით,“ – განაცხადა მან ჟურნალისტებთან.
კითხვაზე, ელოდება თუ არა გამოკითხვის დასრულების შემდეგ ბრალდებულის სტატუსის მინიჭებას, ლილუაშვილმა აღნიშნა, რომ ამას ვერ გამორიცხავს. „ყველაფერი ღვთის ნებაა,“ – თქვა მან.
მისივე თქმით, ეს მისი პირველი გამოკითხვაა და მანამდე ჩვენება არცერთ საქმეზე არ მიუცია




