გრიგოლ ლილუაშვილის საქმესთან დაკავშირებული კობა ხუნდაძე პატიმრობიდან გაათავისუფლეს

განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ბრალდებული კობა ხუნდაძე, რომელიც გრიგოლ ლილუაშვილის საქმეში ფიგურირებს, პატიმრობიდან გაათავისუფლეს. ინფორმაცია მისმა ყოფილმა ადვოკატმა ზურაბ ტაბიძემ BM.GE-ის განუცხადა.

ცნობისთვის, 22 ოქტომბერს პროკურატურის მიერ ჩატარებული ბრიფინგიდან გახდა ცნობილი, რომ დააკავეს კობა ხუნდაძე, რომელიც შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის ვლადიმერ ხუნდაძის ძმაა. ის პროკურატურამ გრიგოლ ლილუაშვილთან დაახლოებულ პირად წარადგინა. 22 ოქტომბერს სწორედ მისი სახლიდან ამოიღეს 94 კონვერტად დახარისხებული 1 319 300 დოლარი კორუფციის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ჩატარებული ჩხრეკისას.

ზურაბ ტაბიძის თქმით, კობა ხუნდაძემ პენიტენციური დაწესებულება პარასკევს, 16 იანვარს, გირაოს სანაცვლოდ დატოვა, თუმცა ადვოკატი აცხადებს, რომ ვლადიმერ და კობა ხუნდაძეების საქმეს ოჯახმა დაახლოებით ერთი თვის ჩამოაცილა, რის გამოც ის დეტალურ ინფორმაციას არ ფლობს.

ამასთან, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, კობა ხუნდაძის გათავისუფლების ფონზე, დააკავეს მისი ძმა ვლადიმერ ხუნდაძე, რომელიც შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე იყო. როგორც „ტვ პირველი“ იუწყება, ვლადიმერ ხუნდაძე საგამოძიებო ორგანოში თავად გამოცხადდა.

ის ადასტურებს იმასაც, რომ ძმის – კობა ხუნდაძის გამოშვების ფონზე, საგამოძიებო უწყებებს ჩაბარდა RS-ის უფროსის ყოფილი მოადგილე ვლადიმერ ხუნდაძე, რომელსაც სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა. მას ბრალი სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, უაქციზო ალკოჰოლის საწარმოს მფარველობისთვის წარედგინა.

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე რაქვიაშვილი დავით ქართველიშვილს: გერბზე ლომები გვიხატია და წმინდა გიორგი, რომელიც ურჩხულს ამარცხებს. მე მომწონს ჩვენი გერბი… თუ მოგწონთ ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა, ხომ არ მიიჩნევთ, რომ დროა რეფერენდუმი ჩავატაროთ …

ალექსანდრე რაქვიაშვილი მაკა ბოჭორიშვილს: … უკრაინელებს იქეთ ეჩხუბებით, გერმანიის ელჩს ლანძღავთ, ინგლისის ელჩს ლანძღავთ, ამერიკის ელჩი კი არც გვყავს… ვინ არის ჩვენი მეგობარი, ვინც ამ მომენტში დაგვეხმარება? (ვიდეო)