გრიგოლ გეგელია – „MEGOBARI აქტი“ წელსვე იქცევა კანონპროექტად, ამის თქმის საფუძველს, ვაშინგტონში გამართული ვიზიტები მაძლევს – მის აღსრულებას წინ არაფერი აღუდგება, თუმცა დამატებითი შრომა და ძალისხმევა გასაწევია

„MEGOBARI აქტი“ სულ მალე, წელსვე იქცევა კანონპროექტად, ამის თქმის საფუძველს, გასულ კვირაში ვაშინგტონში გამართული „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ვიზიტები მაძლევს – „MEGOBARI აქტის“ აღსრულებას წინ არაფერი აღუდგება, თუმცა რასაკვირველია, ჯერ კიდევ გასაწევია დამატებითი შრომა და ძალისხმევა,- ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ საგარეო მდივანმა გრიგოლ გეგელიამ ბრიფინგზე განაცხადა, რითაც „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ვაშინგტონში გამართული ვიზიტი შეაფასა.
მისი თქმით, „ქართულ ოცნებას“ ლეგიტიმაციის მოპოვების ერთადერთი წყარო აქვს, ეს კი ახალი თავისუფალი საპარლამენტო ს ჩატარებაა, რომელსაც როგორც , ისე ევროკავშირის აღმასრულებელი შტო „კრიტიკულ მინიმუმად“ მიიჩნევს.
„MEGOBARI აქტი“ სულ მალე, წელსვე იქცევა კანონპროექტად, ამის თქმის საფუძველს, გასულ კვირაში ვაშინგტონში გამართული „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ვიზიტებიც მაძლევს, რომლის განმავლობაშიც 20-ზე მეტი მაღალი დონის შეხვედრა გავმართეთ. უკლებლივ ყველა შეხვედრაზე მივიღეთ დადასტურება, რომ „MEGOBARI აქტის“ აღსრულებას წინა არაფერი აღუდგება, თუმცა რასაკვირველია, ჯერ კიდევ გასაწევია დამატებითი შრომა და ძალისხმევა, რომელსაც ჩვენ სისტემატურად ვიღებთ და გავიღებთ. გასულ კვირაშიც, შეერთებულ შტატებში ვიზიტიც ამას ემსახურებოდა, რომ „MEGOBARI აქტი“ მიღება იყოს დაჩქარებული და დღეს, ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გზაა ამ ე.წ. ხელისუფლებაზე ზეწოლის გასაზრდელად, ახალი საპარლამენტო არჩევნებისა და პოლიტპატიმრების გათავისუფლების მისაღწევად. სწორედ ეს ორი მოთხოვნა – ახალი საპარლამენტო არჩევნები და ყველა პოლიტპატიმრის დაუყოვნებლივ, უპირობოდ გათავისუფლება წარმოადგენდა ვაშინგტონში ჩვენს მთავარ სამუშაო დღის წესრიგსა და სტრატეგიულ ხაზს. ამავე დროს, ვაშინგტონის პოლიტიკურ და ანალიტიკურ წრეებში კონსულტაციებისას ჩვენს პარტნიორებს გავაცანით „ძლიერი საქართველოს“ ხედვა და სამოქმედო გეგმა, რომელიც ითვალისწინებს ყველა მიმართულებით ბრძოლას, მათ შორის ქუჩაში – პროტესტის მეშვეობით, დე-ფაქტო ადგილობრივ არჩევნებში, ერთით მეტ დამატებით ველზე მონაწილეობითა და საერთაშორისო ასპარეზზე ზეწოლის გაზრდით.
შემიძლია საზოგადოებას ვუთხრა და ვამცნო, რომ ჩვენს პარტნიორებს აბსოლუტურად სწორად ესმით ჩვენი პოზიცია და ისინი გამოხატავენ დიდ რწმენას და სრულ მხარდაჭერას იმ მნიშვნელოვანი პოტენციალის მიმართ, რომელიც ქართულ დემოკრატიასა და მის მებრძოლ ხალხს გააჩნია. აქვე ხაზი მინდა გავუსვა, რომ „ქართულ ოცნებას“ ლეგიტიმაციის მოპოვების ერთადერთი წყარო გააჩნია, ეს არის ახალი თავისუფალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება. აშშ-ს პოზიციის მსგავსად ვნახეთ, რომ ევროკავშირის აღმასრულებელი შტო, საგარეო მინისტრები და ევროპარლამენტი ლეგიტიმაციის მოპოვების აუცილებელ წინაპირობად და კრიტიკულ მინიმუმად ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას მიიჩნევს.
თუმცა, ახალი საპარლამენტო არჩევნებისა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებისთვის მნიშვნელოვანია „MEGOBARI აქტის“ დაუყოვნებლივი მიღება. „ძლიერი საქართველოს“ გუნდი განაგრძობს ამ მიმართულებით ინტენსიურად მუშაობას და ჩვენი შეხვედრებიდან გამომდინარე, რომელიც ვაშინგტონში გავმართეთ, მინდა დავაფიქსირო რწმენა და იმედი, რომ ეს აქტი წელსვე, კანონპროექტად გადაიქცევა“,- განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.