„ძლიერი საქართველო-ლელოს” საგარეო მდივანი, გრიგოლ გეგელია, ბრიუსელში ALDE-ს ყრილობის ფარგლებში, ლუქსემბურგის ვიცე-პრემიერსა და საგარეო საქმეთა მინისტრს, ქსავიე ბეტელს და დანიის ევროპულ საქმეთა მინისტრს, მარი ბიერეს შეხვდა.
შეხვედრებისას განიხილეს პარტიების აკრძალვის საკითხი, “ძლიერი საქართველოს” საკონსტიტუციო სარჩელი, ისევე როგორც მასშტაბური პოლიტიკური რეპრესიები და დიქტატურის დამყარების მცდელობები.
„ჩვენი პარტნიორები მხარს უჭერენ ჩვენს დემოკრატიულ ძალისხმევას და მათ შორის, „ძლიერი საქართველო-ლელოს” მიერ ინიცირებულ საკონსტიტუციო სარჩელს, რომელსაც ALDE და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები ყურადღებით მიადევნებენ თვალყურს და იმ შემთხვევაში თუ საკონსტუტუციო სასამართლო არ დაიცავს კონსტიტუციურ პრინციპებს, ამას აღიქვამენ სახელმწიფოს მიტაცების და ქართველი ხალხის დემოკრატიული ნების დაღალატების მორიგ შემთხვევად”, – განაცხადა “ძლიერი საქართველოს” საგარეო მდივანმა, გრიგოლ გეგელიამ.



