გრიგოლ გეგელია – ხალხის დემოკრატიულმა ბრძოლამ სტრასბურგში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა – 114 ხმით 13-ის წინააღმდეგ, გუშინ ბეჭზე დაენარცხა რუსეთის ფედერაცია და მისი ადგილობრივი ფილიალი „ქართული ოცნება“

ქართველი ხალხის დემოკრატიულმა ბრძოლამ სტრასბურგში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა – 114 ხმით 13-ის წინააღმდეგ, გუშინ ბეჭზე დაენარცხა ს ფედერაცია და მისი ადგილობრივი ფილიალი, სახელად “ქართული ოცნება”, – ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, გრიგოლ გეგელიამ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, „აღნიშნული არის 4 ოპოზიციური კოალიციის, სახალხო დემოკრატიული პროტესტის და არასამთავრობო სექტორის ერთობლივი ძალისხმევის ტრიუმფი“.
„ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ქართველ ხალხს მიანიჭა სრული ლეგიტიმაცია, რათა მან იბრძოლოს ბოლომდე საკუთარი დემოკრატიული უფლებების დასაცავად! ამასობაში, საკუთარი ხალხის ღალატში გაწაფულმა თვითმარქვია ხელისუფლებამ საერთაშორისო ასპარეზზე ტოტალური კრახი განიცადა. ქართული დიპლომატიის ისტორიას ჯერ არასდროს უნახავს, ამ მასშტაბის ფიასკო.
საპარლამენტო ასამბლეამ უარყო “ქართული ოცნების” დელეგაციის უკლებლივ ყველა შესწორება. სამაგიეროდ, ქართველი ხალხის მხარდასაჭერად, ასამბლეამ მოითხოვა: ახალი, ნამდვილად დემოკრატიული საპარლამენტო ს ჩატარება; საქართველოს მიერ ევროინტეგრაციის პროცესის აღსადგენად მყისიერი და ეფექტური ნაბიჯების გადადგმა; პოლიტპატიმრების დაუყოვნებლივ გათავისუფლება.
ეს არის 4 ოპოზიციური კოალიციის, სახალხო დემოკრატიული პროტესტის და არასამთავრობო სექტორის ერთობლივი ძალისხმევის ტრიუმფი. ამავე დროს, ბოროტმოქმედი რუსული რეჟიმის სრული ჩამოშლა და განადგურება საერთაშორისო ასპარეზზე. პასუხად, “ქართული ოცნების” ბოროტმოქმედმა რეჟიმმა, რომელსაც ცივილიზებულმა მსოფლიომ საკადრისი ადგილი მიუჩინა, გადაწყვიტა დაეტოვებინა საპარლამენტო ასამბლეა, რაც ქართული ეროვნული ინტერესის პირდაპირ ღალატს და საქართველოს საერთაშორისო იზოლაციაში მოქცევის მცდელობას წარმოადგენს.
ეს არის დასტური იმისა, რომ “ქართული ოცნება” ღიად ადგას „ნაცრისფერი ავტოკრატიების“ გზას, სადაც ადამიანის უფლებას, კანონს და ინსტიტუტებს არავითარი მნიშვნელობა არ გააჩნია. მნიშვნელოვანია ყველას ესმოდეს, რომ ასეთ სახელმწიფოში არცერთი მოქალაქის სიცოცხლე და კეთილდღეობა არ არის დაცული.
საზოგადოებას ახსოვს, როგორ ლაჩრულად გამოიქცა “ქართული ოცნება” საკუთარი ევროპული პოლიტიკური ოჯახიდან მაშინ, როდესაც მისი გარიცხვა დადგა დღის წესრიგში. დღეს დამარცხებული “ქართული ოცნება” სწორედ, ასევე ლაჩრულად ტოვებს ევროსაბჭოს ასამბლეის რიგებს, ოღონდ ამას აკეთებს საქართველოს და თითოეული მოქალაქის სტაბილურობის ხარჯზე.
პარტია, რომელიც საზოგადოებას ღირსებით ევროპისკენ სიარულს ჰპირდებოდა, დღეს კუდამოძუებული მოჩანჩალებს ევროპიდან და მიღოღავს ოთხით რუსეთისკენ.
პარტია, რომელიც საზოგადოებას მშვიდობას და განვითარებას ჰპირდებოდა, დღეს ტოვებს ზუსტად იმ საერთაშორისო ფორმატებს, რომელმაც კანონის უზენაესობაზე, ადამიანის უფლებებზე და წესებზე დამყარებული მშვიდობიანი სახელმწიფოებრიობა შექმნა. „ქართული ოცნება” არის „ნაცრისფერი რეჟიმი“, რომელიც უარყო ქართველმა ხალხმა, ცივილიზებულმა მსოფლიომ და დღეს ბოლო წუთებს ითვლის.
როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ, ბუნებრივია, გრძელდება ბრძოლა, ვიდრე არ ჩამოიშლება ყველას მიერ უარყოფილი და იზოლირებული მთავრობა, არ დაინიშნება ახალი არჩევნები და არ გათავისუფლდება ყველა პოლიტპატიმარი!” – განაცხადა გეგელიამ.
ცნობისთვის, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოს მომდევნო თვეებში ახალი არჩევნების ჩატარებისკენ, პოლიტპატიმრების გათავისუფლებისა და ევროინტეგრაციის გზის გაგრძელებისკენ მოუწოდებს.
134 დეპუტატიდან რეზოლუციას 114-მა დაუჭირა მხარი, 13 წინააღმდეგ წავიდა, ხოლო 7-მა თავი შეიკავა.
აღნიშნული რეზოლუციის მიღების შემდეგ „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მუშაობას წყვეტს.
როგორც თეა წულუკიანმა გადაწყვეტილების გაჟღერებისას განმარტა, დოკუმენტის „არაერთი დათქმა მიუღებელია, რადგან უსამართლო და საფუძველს მოკლებულია“.