გრიგოლ გეგელია – ჩვენ ვართ მზად იმისთვის, რომ შევიტანოთ ძალიან სერიოზული და სოლიდური წვლილი ამ ქვეყნის განბიძინებაში

წარსულის ყველა ფორმა ჩემთვის მიუღებელია, ახლა არის კოალიციური დრო, – ამის შესახებ „ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, გრიგოლ გეგელიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ განაცხადა.
გრიგოლ გეგელიას განცხადებით, „ლელო“ მზადაა იმისთვის, რომ ძალიან სერიოზული და სოლიდური წვლილი შეიტანოს ქვეყნის „განბიძინებაში“.
„საზოგადოების დაკვეთაც ეს არის. ახლა არის სწორედ იმის დრო, რომ ჩვენ შევძლოთ და გარკვეული შინაარსების ირგვლივ გამოვნახოთ საერთო ენა. „ლელო“ მზად არის, რომ თანასწორუფლებიან პირობებში ითანამშრომლოს ცალკეულ პოლიტიკოსთან, თუ პოლიტიკურ ჯგუფთან, თუ პარტიასთან, გარდა „ნაციონალური მოძრაობისა“.
ჩვენ ვართ მზად იმისთვის, რომ შევიტანოთ ძალიან სერიოზული და სოლიდური წვლილი ამ ქვეყნის განბიძინებაში. რა ფორმითაც, ვისთან ერთადაც და როგორაც იქნება ყველაზე კარგი, ჩვენ ვიქნებით ღია, კოლეგიალური განწყობით ყველა მსგავსი ფორმატის მიმართ“, – განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.
ამასთან, გრიგოლ გეგელია საქართველოში ევროკავშირის ელჩის, ს განცხადებასაც გამოეხმაურა იმის შესახებ, რომ „ხელისუფლება ელვის სისწრაფით მოქმედებს და სამოქმედო გეგმა, რომელიც მთავრობამ გუშინ განიხილა და შეათანხმა, ევროკომისიას უკვე გადაეცა“.
გრიგოლ გეგელიას თქმით, გასახარს ვერაფერს ხედავს, რადგან სანამ ეს ხელისუფლება იქნება, 9 პუნქტი არ შესრულდება.
„მე არ ვიცნობ ამ დოკუმენტის შინაარსს, მაგრამ მე ვიცნობ იმ ადამიანების შინაარსს და მოტივაციას, ვინც ეს დოკუმენტი შეადგინა და აქ გასახარს ვერაფერს ვერ ვხედავ და ვერ მოვატყუებ ვერავის. ჩემთვის ტაქტიკური ხაზი კი არ არის, რომ ესენი რუსები არიან, არა, მე ღრმად მწამს, რომ ესენი არიან რუსები და ასევე ღრმად მწამს, რომ ესენი უნდა მოვაშორო ამ ქვეყნის ხელისუფლებას. ზუსტად ვიცი, რომ სანამ ეს ხელისუფლება მართავს ამ ქვეყანას, აქ იქნება რუსიფიკაცია. გარანტიას ვაძლევ ყველას, რომ სანამ ეს ხელისუფლება იქნება, არ შესრულდება არა მარტო 9 პუნქტი, საქართველო არ წავა წინ“, – განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – კახელებმა თავისი სათქმელი 26 ოქტომბერს საკმარისზე ხმამაღლა თქვეს – ეს იყო ჩვენი მარშიც, ბრძოლაც და გამარჯვებაც, ქედმაღალი სიტყვები ვერ შეცვლის სინამდვილეს, აღქმების დრო დასრულდა